ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2025
გამოწერა
დანაშაული 1- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. სამართალმცველებმა აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
32 და 45 წლის მამაკაცებს საგამოძიებო უწყება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვა-ტარებასა და გასაღებას ედავება - ერთ-ერთი ბრალდებული წარსულში ნასამართლევი პირია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეზე უკანონოდ, ფულის სანაცვლოდ ჯგუფურად გაასაღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღეს, ასევე ამოღებულია ფული.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0