https://sputnik-georgia.com/20251103/skolebshi-antinarkotikuli-kampania-me-momavalshi-iwkeba-295647145.html
 „მე მომავალში“: საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება 
 „მე მომავალში“: საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება 
Sputnik საქართველო
კამპანიის მიზანი მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა 03.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-03T21:00+0400
2025-11-03T21:00+0400
2025-11-03T21:00+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250765097_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_50ba0f6c7fc830df54f982308e34491e.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“ აიღებს სტარტს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, კამპანიის მიზანი მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ, განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, სკოლების ადმინისტრაციებს ახალი კამპანია წარუდგინა.მათ ხაზგასმით აღნიშნეს პროექტის მნიშვნელობა და განაცხადეს, რომ მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია.კამპანიის პირველ ეტაპზე, შსს-ის მართლწესრიგის ოფიცრები, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ტრენერ-მანდატურები 60 საჯარო სკოლის VI-IX კლასის მოსწავლეებთან შეხვედრებს გამართავენ.  საინფორმაციო შეხვედრების მთავარი თემები იქნება: ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენა, მისი მოხმარების პრევენცია და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება. საინფორმაციო შეხვედრებთან ერთად, მოსწავლეებისთვის ჩატარდება კომიქსების კონკურსი, სპორტული ღონისძიებები და სხვა შემეცნებითი აქტივობები.პირველ ეტაპზე შეხვედრები თბილისში, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონებში გაიმართება. 
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2025
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
    https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250765097_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_f36a7e6895dca83ec14d332f41fe2446.jpgSputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
 „მე მომავალში“: საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება 
კამპანიის მიზანი მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“ აიღებს სტარტს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
უწყების ცნობით, კამპანიის მიზანი მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა. 
შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ, განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, სკოლების ადმინისტრაციებს ახალი კამპანია წარუდგინა.
მათ ხაზგასმით აღნიშნეს პროექტის მნიშვნელობა და განაცხადეს, რომ მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია.
კამპანიის პირველ ეტაპზე, შსს-ის მართლწესრიგის ოფიცრები, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ტრენერ-მანდატურები 60 საჯარო სკოლის VI-IX კლასის მოსწავლეებთან შეხვედრებს გამართავენ.  საინფორმაციო შეხვედრების მთავარი თემები იქნება: ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენა, მისი მოხმარების პრევენცია და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება. 
„სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანიის წარმართვის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, მოამზადეს მოსწავლეებთან შეხვედრის განახლებული მოდული, კოორდინირებულად იმუშავეს პრაქტიკული კომპონენტის ნაწილზე და ჩაატარეს სიმულაციური შეხვედრები“, - აღნიშულია განცხადებაში.
საინფორმაციო შეხვედრებთან ერთად, მოსწავლეებისთვის ჩატარდება კომიქსების კონკურსი, სპორტული ღონისძიებები და სხვა შემეცნებითი აქტივობები.
პირველ ეტაპზე შეხვედრები თბილისში, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონებში გაიმართება.