https://sputnik-georgia.com/20251023/garedan-verar-gvaryeven-kobaxizem-korufciastan-brzolis-axali-etapi-daaanonsa-295508505.html
გარედან ვეღარ გვარყევენ - კობახიძემ კორუფციასთან ბრძოლის ახალი ეტაპი დააანონსა
გარედან ვეღარ გვარყევენ - კობახიძემ კორუფციასთან ბრძოლის ახალი ეტაპი დააანონსა
Sputnik საქართველო
მთავრობის ანტიკორუფციული პროგრამის ფარგლებში დააკავეს მაღალი თანამდებობის პირები და საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრები. 23.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-23T20:52+0400
2025-10-23T20:52+0400
2025-10-23T20:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს მთავრობა
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_0:165:2048:1317_1920x0_80_0_0_222f30fffec207a9578e7c13cb3fb9a4.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, 2023 წელს პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახა და ამჟამად არანაირი გარე ფაქტორი არ უშლის ხელს მთავრობას ამ მიზნის განხორციელებაში, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოკითხვაზე აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. 17 ოქტომბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. სამართალდამცველებმა ამოიღეს 7,22 მლნ დოლარი, ოქროს სამკაულები, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და ძვირადღირებული ნახატები.მისი თქმით, სახელმწიფო სუსტი იყო კორუფციასთან ბრძოლაში, რაც გამოწვეული იყო სახელმწიფოს მორყევის მუდმივი მცდელობებით, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან.„ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ ვებრძოლოთ კორუფციას და განვახორციელოთ კორუფციის პრევენცია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ.„რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და ზოგადად კორუფციასთან ბრძოლას, 2024 წლის 8 თებერვლიდან შეგიძლიათ, ამოიღოთ ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც გამოსცა საქართველოს მთავრობამ. საქართველოს მთავრობის ყველა აქტი არის გამოქვეყნებული. 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, უფრო მეტიც, კონკრეტული მიმართულებით პრაქტიკები შეიცვალა. რაც შეეხება ენერგეტიკას, რაც შეეხება პირდაპირ პრივატიზაციას და ა.შ.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, ყველა მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალა და ბიუჯეტი იღებს მაქსიმალურ სარგებელს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან.გარდა ამისა, როგორც მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ ვინმე მთავრობას 2024 წლის შემდეგ კორუფციაში ამხელს, ხელისუფლება მზადაა ყველა კითხვას უპასუხოს.2025 წლის შემოდგომაზე საქართველოში ხმაურიანი კორუფციული სკანდალი გაღვივდა, რომლის მთავარი ფიგურანტიც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აღმოჩნდა. მას ბრალად ედება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და 2023 წელს სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენისას 1,3 მილიონი ლარის გათეთრება.აღნიშნულ საქმეზე გაკავებულია ბურჭულაძის მოადგილე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.2025 წლის 21 ივნისს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავეს. მას 2,2 მლნ ლარის გათეთრება ედება ბრალად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_36:0:2012:1482_1920x0_80_0_0_bb3dadaac768bb4ff06eaa612469d85f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობა , ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობა , ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
გარედან ვეღარ გვარყევენ - კობახიძემ კორუფციასთან ბრძოლის ახალი ეტაპი დააანონსა
მთავრობის ანტიკორუფციული პროგრამის ფარგლებში დააკავეს მაღალი თანამდებობის პირები და საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრები.
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, 2023 წელს პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახა და ამჟამად არანაირი გარე ფაქტორი არ უშლის ხელს მთავრობას ამ მიზნის განხორციელებაში, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოკითხვაზე აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. 17 ოქტომბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. სამართალდამცველებმა ამოიღეს 7,22 მლნ დოლარი, ოქროს სამკაულები, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და ძვირადღირებული ნახატები.
„2023 წლის დეკემბერში, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში, მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით და განაცხადა პირდაპირ იმის შესახებ, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. რაღაცებს დასჭირდა დრო. შარშანდელი წელი იყო ძალიან რთული, მათ შორის იყო საარჩევნო წელი, იყო სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და ვახერხებთ გამოწვევებზე პასუხის გაცემას“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო სუსტი იყო კორუფციასთან ბრძოლაში, რაც გამოწვეული იყო სახელმწიფოს მორყევის მუდმივი მცდელობებით, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან.
„ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ ვებრძოლოთ კორუფციას და განვახორციელოთ კორუფციის პრევენცია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ.
„რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და ზოგადად კორუფციასთან ბრძოლას, 2024 წლის 8 თებერვლიდან შეგიძლიათ, ამოიღოთ ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც გამოსცა საქართველოს მთავრობამ. საქართველოს მთავრობის ყველა აქტი არის გამოქვეყნებული. 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, უფრო მეტიც, კონკრეტული მიმართულებით პრაქტიკები შეიცვალა. რაც შეეხება ენერგეტიკას, რაც შეეხება პირდაპირ პრივატიზაციას და ა.შ.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ყველა მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალა და ბიუჯეტი იღებს მაქსიმალურ სარგებელს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან.
გარდა ამისა, როგორც მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ ვინმე მთავრობას 2024 წლის შემდეგ კორუფციაში ამხელს, ხელისუფლება მზადაა ყველა კითხვას უპასუხოს.
2025 წლის შემოდგომაზე საქართველოში ხმაურიანი კორუფციული სკანდალი გაღვივდა, რომლის მთავარი ფიგურანტიც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აღმოჩნდა. მას ბრალად ედება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და 2023 წელს სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენისას 1,3 მილიონი ლარის გათეთრება.
აღნიშნულ საქმეზე გაკავებულია ბურჭულაძის მოადგილე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.
2025 წლის 21 ივნისს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავეს. მას 2,2 მლნ ლარის გათეთრება ედება ბრალად.