https://sputnik-georgia.com/20251022/saqartvelom-da-turqetma-memorandums-moaweres-xeli-295474830.html
საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Sputnik საქართველო
მემორანდუმის მიზანი ჯანმრთელობისა და სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით არსებული პოტენციალის ეფექტურად გამოყენებაა. 22.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-22T10:27+0400
2025-10-22T10:27+0400
2025-10-22T10:27+0400
საქართველო
თურქეთი
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/15/295471314_0:166:1600:1066_1920x0_80_0_0_d54a1bdc11f725e110349dfe1ad2f722.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თურქ კოლეგას ქემალ მემისოღლუს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქემალ მემისოღლუ საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. კოლეგებმა ერთობლივი მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე იმსჯელეს. შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანიც ჯანმრთელობისა და სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით არსებული პოტენციალის ეფექტურად გამოყენება და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა. დოკუმენტი გულისხმობს: მემორანდუმი 2023 წელს საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმების ფარგლებში გაფორმდა. უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს თანამშრომლობა ორი ქვეყნის გაძლიერებასა და საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთმხარდაჭერას უწყობს ხელს. ქემალ მემისოღლუს განცხადებით, თურქეთი, თავის მხრივ, მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ქემალ მემისოღლუ მოადგილესა და ჯანდაცვის მიმართულებების ხელმძღვანელებთან ერთად თბილისს 20 ოქტომბერს ეწვია და მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/15/295471314_155:0:1576:1066_1920x0_80_0_0_358bd297547dd6e816b0d41e0c0409d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმის მიზანი ჯანმრთელობისა და სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით არსებული პოტენციალის ეფექტურად გამოყენებაა.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თურქ კოლეგას ქემალ მემისოღლუს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქემალ მემისოღლუ საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. კოლეგებმა ერთობლივი მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე იმსჯელეს.
შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანიც ჯანმრთელობისა და სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით არსებული პოტენციალის ეფექტურად გამოყენება და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა.
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ახალი, ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სამედიცინო ტურიზმისა და პროფესიული სამედიცინო განათლების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას
ფარმაცევტული პროდუქციის, სამედიცინო მოწყობილობებისა და სახარჯი მასალების მიწოდების საკითხებში თანამშრომლობას
ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, ფარმაცევტული პროდუქციის თუ სამედიცინო მოწყობილობების რეგულირების საკითხებს.
მემორანდუმი 2023 წელს საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმების ფარგლებში გაფორმდა.
უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს თანამშრომლობა ორი ქვეყნის გაძლიერებასა და საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთმხარდაჭერას უწყობს ხელს.
ქემალ მემისოღლუს განცხადებით, თურქეთი, თავის მხრივ, მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ქემალ მემისოღლუ მოადგილესა და ჯანდაცვის მიმართულებების ხელმძღვანელებთან ერთად თბილისს 20 ოქტომბერს ეწვია და მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.