https://sputnik-georgia.com/20251018/awarasi-turqetis-moqalaqeebi-dawres-dakavebulia-5-piri-295427807.html
აჭარაში რესტორანში თურქეთის მოქალაეები დაჭრეს - დაკავებულია ხუთი პირი
აჭარაში რესტორანში თურქეთის მოქალაეები დაჭრეს - დაკავებულია ხუთი პირი
Sputnik საქართველო
პოლიცია დაკავებული ხუთი პირიდან ერთ მამაკაცს ორი თანამემამულის დაჭრას ედავება, დანარჩენი ოთხი კი ხულიგნობისთვის აიყვანეს. 18.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-18T15:01+0400
2025-10-18T15:01+0400
2025-10-18T15:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ აჭარაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის ბრალდებით თურქეთის 5 მოქალაქე დააკავა, აქედან ერთ-ერთს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში თურქეთის ორ მოქალაქეს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. ხოლო კიდევ ოთხმა თურქეთის მოქალაქემ ამავე რესტორანში უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, შეურაცხყოფა მიაყენა რესტორანში მყოფ პირებს და რესტორნის ინვენტარი დააზიანა.ოთხივე ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს. მამაკაცებს, რომელთა ასაკიც 23-დან 33 წლამდეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საქართველო
აჭარა
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თურქეთი
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თურქეთი
აჭარაში რესტორანში თურქეთის მოქალაეები დაჭრეს - დაკავებულია ხუთი პირი
პოლიცია დაკავებული ხუთი პირიდან ერთ მამაკაცს ორი თანამემამულის დაჭრას ედავება, დანარჩენი ოთხი კი ხულიგნობისთვის აიყვანეს.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ აჭარაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის ბრალდებით თურქეთის 5 მოქალაქე დააკავა, აქედან ერთ-ერთს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში თურქეთის ორ მოქალაქეს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
ხოლო კიდევ ოთხმა თურქეთის მოქალაქემ ამავე რესტორანში უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, შეურაცხყოფა მიაყენა რესტორანში მყოფ პირებს და რესტორნის ინვენტარი დააზიანა.
ოთხივე ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს. მამაკაცებს, რომელთა ასაკიც 23-დან 33 წლამდეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.