ყაველაშვილი: საქართველო მიესალმება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

© Mikheil Kavelashvili მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2025
გამოწერა
პრეზიდენტის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ შეთანხმება გახდება გრძელვადიანი.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო მიესალმება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, როგორც იმედისმომცემ გადაწყვეტილებას გრძელვადიანი რეგიონული სტაბილურობისკენ მიმავალ გზაზე, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელ Х-ზე.
ორშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა და კატარის ემირმა შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ შარმ-ელ-შეიხში გამართულ სამიტზე ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ დოკუმენტს ღაზას სექტორთან დაკავშირებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ.
„მივესალმებით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, როგორც საკვანძო და იმედისმომცემ გადაწყვეტილებას გრძელვადიანი რეგიონული სტაბილურობისკენ მიმავალ გზაზე", - დაწერა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ შეთანხმება გახდება გრძელვადიანი.
„ვიმედოვნებ, რომ შეთანხმება არ იქნება მყიფე და გახდება გრძელვადიანი სტაბილური მშვიდობის დასაწყისი, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე იქნება ბიძგის მიმცემი სხვა, კონფლიქტური რეგიონებისთვის, რათა დიპლომატიას ჰქონდეს მთავარი როლი მშვიდობის დასამყარებლად“, - დაწერა ყაველაშვილმა.
ორშაბათს, ისრაელთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, პალესტინურმა მოძრაობა „ჰამასმა“ გაათავისუფლა 20 ცოცხალი მძევალი, რომლებიც ღაზაში 2023 წლის 7 ოქტომბრიდან იყვნენ დატყვევებული. შეთანხმების კვალდაკვალ, ისრაელმა „ჰამასის“ მხრიდან მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, 250 პალესტინელი პატიმარი და 1.718 დაკავებული გაათავისუფლა.
ყველა ახალი ამბავი
0