https://sputnik-georgia.com/20251012/-qrtamis-agebis-braldebit-1-piri-daakaves-295346575.html
ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს
ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 9-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 12.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-12T17:32+0400
2025-10-12T17:32+0400
2025-10-12T17:32+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
აჭარა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0d/251162471_0:174:3021:1873_1920x0_80_0_0_ff0f7b7ab51df8adabdf0361f708781b.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 9-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციის შსს საინფორმაციო ბაზაში გადამოწმების და მოქალაქითვის უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ჯამში 1000 დოლარი აიღო. მამაკაცმა დაკავებისას ავტომანქანით მიმალვა სცადა, რა დროსაც ავარია მოახდინა, შემდგომ მიატოვა ავტომობილი და ფეხით შეეცადა გაქცევას, რა დროსაც იგი დააკავეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას თანხის ნაწილი - 500 აშშ დოლარი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0d/251162471_144:0:2875:2048_1920x0_80_0_0_6abc8e077cae1a98bc464b1fe2526ef5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , აჭარა , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , აჭარა , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს
ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 9-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 9-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციის შსს საინფორმაციო ბაზაში გადამოწმების და მოქალაქითვის უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ჯამში 1000 დოლარი აიღო.
მამაკაცმა დაკავებისას ავტომანქანით მიმალვა სცადა, რა დროსაც ავარია მოახდინა, შემდგომ მიატოვა ავტომობილი და ფეხით შეეცადა გაქცევას, რა დროსაც იგი დააკავეს.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას თანხის ნაწილი - 500 აშშ დოლარი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.