https://sputnik-georgia.com/20251006/sarjveladzem-turqetshi-samedicino-kongresze-miigo-monawileoba-295266802.html
მიხეილ სარჯველაძემ თურქეთში გამართულ კონგრესზე სამედიცინო სფეროს ინოვაციები განიხილა
მიხეილ სარჯველაძემ თურქეთში გამართულ კონგრესზე სამედიცინო სფეროს ინოვაციები განიხილა
Sputnik საქართველო
საერთაშორისო კონგრესი თურქეთის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის და ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით ჩატარდა 06.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-06T15:28+0400
2025-10-06T15:28+0400
2025-10-06T15:28+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თურქეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966734_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_42124ec890ce6362495d9c4f39815274.jpg
.თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სამედიცინო კონგრესში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები გააერთიანა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონგრესის მთავარი მიზანი მედიცინაში თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაცვლა და ინოვაციური მიდგომების ხელშეწყობაა. ფორუმი ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სხვადასხვა სამედიცინო სისტემების ინტეგრაციის პროცესში მიღწეული შედეგების განხილვას. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოსთვის მსგავსი ფორუმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს ქვეყნის ჩართულობას გლობალურ დისკუსიებში და საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებას. კონგრესი თურქეთის რესპუბლიკის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის და ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა, მეცნიერებმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წევრებმა მიიღეს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966734_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_5152b33d5fdee41961345907de7d7929.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , თურქეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , თურქეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
მიხეილ სარჯველაძემ თურქეთში გამართულ კონგრესზე სამედიცინო სფეროს ინოვაციები განიხილა
საერთაშორისო კონგრესი თურქეთის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის და ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით ჩატარდა
.თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სამედიცინო კონგრესში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები გააერთიანა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონგრესის მთავარი მიზანი მედიცინაში თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაცვლა და ინოვაციური მიდგომების ხელშეწყობაა.
ფორუმი ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სხვადასხვა სამედიცინო სისტემების ინტეგრაციის პროცესში მიღწეული შედეგების განხილვას.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოსთვის მსგავსი ფორუმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს ქვეყნის ჩართულობას გლობალურ დისკუსიებში და საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებას.
კონგრესი თურქეთის რესპუბლიკის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის და ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა, მეცნიერებმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წევრებმა მიიღეს.