აჭარაში ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2025
გამოწერა
დანაშაული 3-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულ პირებს, რომელთა შორის ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევი პირია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ბათუმში, დროებით საცხოვრებელ ბინაში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით სხვადასხვა სახის ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის, პირადობისა და ბინადრობის ყალბ მოწმობებს ამზადებდნენ.
დაკავებულთა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მიერ დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, პერსონალური კომპიუტერები, სპეციალური ტექნიკა და ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სსკ-ის 362-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0