https://sputnik-georgia.com/20251004/ras-aketebs-sss-igor-narmaniaze-tavdasxmis-gamosazieblad-295228549.html
რას აკეთებს შსს „ენმ"-ის ახალგაზრდული ფრთის ლიდერზე თავდასხმის გამოსაძიებლად
რას აკეთებს შსს „ენმ"-ის ახალგაზრდული ფრთის ლიდერზე თავდასხმის გამოსაძიებლად
Sputnik საქართველო
საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ბრალდებული პირების გამოკვეთისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით... 04.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-04T15:00+0400
2025-10-04T15:00+0400
2025-10-04T15:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458144_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_173b42cdaf02fd40ee91e9b5c0c664b5.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გასული ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ატარებდნენ ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებებს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანიას გუშინ თავს დაესხნენ. ოპოზიციონერს თავი აქვს გატეხილი, მას ექიმების დახმარება დასჭირდა. მედიის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ნარმანია სხვა აქტივისტებთან ერთად თბილისის ცენტრში, მეტეხის ხიდთან იმყოფებოდა და ბრიფინგის ჩასატარებლად ემზადებოდა. შსს-ს ცნობით, ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. „გამოძიების ამ ეტაპზე მიღებული ჩვენებებით დგინდება, რომ ჩხუბში მონაწილეობას იღებდა იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფი ათზე მეტი ახალგაზრდა მამაკაცი და მეორე მხრივ ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც გამოესარჩლნენ ტაძრის მსახურ პირებს. ამას, საკუთარ ჩვენებაში, თავად ი.ნარმანიას თანმხლები ერთ-ერთი ახალგაზრდაც ადასტურებს", - აღნიშულია გავრცელებულ განცხადებაში. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ბრალდებული პირების გამოკვეთისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, აღნიშნავენ სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458144_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_7bc5af53471e0b8cd6ed8d7157b58010.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
რას აკეთებს შსს „ენმ"-ის ახალგაზრდული ფრთის ლიდერზე თავდასხმის გამოსაძიებლად
საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ბრალდებული პირების გამოკვეთისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, აღნიშნავენ სამინისტროში
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გასული ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ატარებდნენ ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებებს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანიას გუშინ თავს დაესხნენ. ოპოზიციონერს თავი აქვს გატეხილი, მას ექიმების დახმარება დასჭირდა. მედიის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ნარმანია სხვა აქტივისტებთან ერთად თბილისის ცენტრში, მეტეხის ხიდთან იმყოფებოდა და ბრიფინგის ჩასატარებლად ემზადებოდა.
„სამართალდამცველების მიერ გამოკითხულია ინციდენტში მონაწილე სამივე მხარე, რომლებიც კონფლიქტის დაწყების მიზეზად, „ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და ტაძრის მსახურ პირებს შორის მომხდარ შელაპარაკებას ასახელებენ, რაშიც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან გამოსული პირები ჩაერთნენ", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
„გამოძიების ამ ეტაპზე მიღებული ჩვენებებით დგინდება, რომ ჩხუბში მონაწილეობას იღებდა იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფი ათზე მეტი ახალგაზრდა მამაკაცი და მეორე მხრივ ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც გამოესარჩლნენ ტაძრის მსახურ პირებს. ამას, საკუთარ ჩვენებაში, თავად ი.ნარმანიას თანმხლები ერთ-ერთი ახალგაზრდაც ადასტურებს", - აღნიშულია გავრცელებულ განცხადებაში.
საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ბრალდებული პირების გამოკვეთისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, აღნიშნავენ სამინისტროში
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.