https://sputnik-georgia.com/20251003/enm-is-axalgazrda-liders-tavs-daesxnen-295204314.html
ენმ-ის ახალგაზრდა ლიდერს მეტეხის ხიდზე თავს დაესხნენ
ენმ-ის ახალგაზრდა ლიდერს მეტეხის ხიდზე თავს დაესხნენ
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერს თავი აქვს გატეხილი და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 03.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-03T23:03+0400
2025-10-03T23:03+0400
2025-10-04T02:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. უცნობი თავდამსხმელები თავს დაესხნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილეს, იგორ ნარმანიას, იუწყება ტელეარხი „ფორმულა“.ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ნარმანია სხვა აქტივისტებთან ერთად თბილისის ცენტრში, მეტეხის ხიდთან იმყოფებოდა და ბრიფინგის ჩასატარებლად ემზადებოდა.ოპოზიციონერს თავი აქვს გატეხილი და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.მომხდართან დაკავშირებით განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.„მიმდინარე წლის, 3 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, შემოვიდა შეტყობინება, თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.პოლიცია უმოკლეს დროში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი. ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.პირველადი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაზიანებები მიიღეს კონფლიქტში ჩართულმა პირებმა - როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ასევე ინციდენტში მონაწილე მოქალაქეებმა.ამ დროისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს გამოკითხვები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.შსს-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თბილისი დღეს
ენმ-ის ახალგაზრდა ლიდერს მეტეხის ხიდზე თავს დაესხნენ
23:03 03.10.2025 (განახლებულია: 02:50 04.10.2025) ოპოზიციონერს თავი აქვს გატეხილი და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. უცნობი თავდამსხმელები თავს დაესხნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილეს, იგორ ნარმანიას, იუწყება ტელეარხი „ფორმულა“.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ნარმანია სხვა აქტივისტებთან ერთად თბილისის ცენტრში, მეტეხის ხიდთან იმყოფებოდა და ბრიფინგის ჩასატარებლად ემზადებოდა.
ოპოზიციონერს თავი აქვს გატეხილი და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„მიმდინარე წლის, 3 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, შემოვიდა შეტყობინება, თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.
პოლიცია უმოკლეს დროში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი. ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პირველადი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაზიანებები მიიღეს კონფლიქტში ჩართულმა პირებმა - როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ასევე ინციდენტში მონაწილე მოქალაქეებმა.
ამ დროისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს გამოკითხვები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შსს-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.