დაკავებულია სკოლის ბუღალტერი, რომელმაც ორი მილიონი ლარი მიითვისა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2025
გამოწერა
ბუღალტერმა სკოლის კუთვნილი თანხა კაზინოში წააგო
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთ-ერთი სკოლის ბუღალტერი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „მეექვსე საავტორო სკოლის“ ბუღალტერმა, რომელსაც წვდომა ჰქონდა სკოლის ინტერნეტ ბანკთან და რომლის მართლზომიერ მფლობელობაშიც არსებობდა შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ კუთვნილი თანხები, სკოლის საბანკო ანგარიშიდან დანიშნულებით „ხელფასი“ და „ხელფასის ავანსი“, სხვადასხვა დროს საკუთარ ანგარიშზე დიდი ოდენობით, 2.161.806 ლარი გადარიცხა, რომლის ნაწილიც აზარტულ თამაშებში წააგო.
დაკავებულის ქმედების შედეგად „მეექვსე საავტორო სკოლას“ დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული 11 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0