https://sputnik-georgia.com/20250905/tbilissa-da-batumshi-interpolit-zebnili-turqetis-moqalaqeebi-daakaves-294799200.html
თბილისსა და ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს
თბილისსა და ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულთა მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. 05.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-05T12:27+0400
2025-09-05T12:27+0400
2025-09-05T12:27+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თურქეთი
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დაკავებულები ინტერპოლის წითელი ცირკულარით სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებოდნენ. კერძოდ, 36 წლის მამაკაცს თურქეთის სამართალდამცავი ორგანოები ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობას, ხოლო 47 წლის ბრალდებულს ძალის გამოყენებით ან მოტყუებით თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. მესამე დაკავებული, 27 წლის მამაკაცი კი ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობის ან მიწოდების, სხეულის დაზიანების, ცილისწამებისა და ნივთის ქურდობის ბრალდებით იძებნებოდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთი პირი თბილისში, ორი კი ბათუმში დააკავეს. ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თურქეთი , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თურქეთი , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისსა და ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს
დაკავებულთა მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულები ინტერპოლის წითელი ცირკულარით სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებოდნენ.
კერძოდ, 36 წლის მამაკაცს თურქეთის სამართალდამცავი ორგანოები ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობას, ხოლო 47 წლის ბრალდებულს ძალის გამოყენებით ან მოტყუებით თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. მესამე დაკავებული, 27 წლის მამაკაცი კი ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობის ან მიწოდების, სხეულის დაზიანების, ცილისწამებისა და ნივთის ქურდობის ბრალდებით იძებნებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთი პირი თბილისში, ორი კი ბათუმში დააკავეს.
ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.