აჭარის პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2025
გამოწერა
ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უკრაინის მოქალაქე დააკავეს. იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
36 წლის დაკავებული ა.კ. გერმანიისა და პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
სამართალდამცველებმა ა.კ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0