https://sputnik-georgia.com/20250731/batumsi-narkodanasaulis-braldebit-belarusis-sami-moqalaqe-daakaves-294354027.html
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბელარუსის სამი მოქალაქე დააკავეს
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბელარუსის სამი მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 31.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-31T11:49+0400
2025-07-31T11:49+0400
2025-07-31T11:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნარკოდანაშაული საქართველოში-2018
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
ბელარუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3188e667e27875f32c3535b099cc75ea.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბელარუსის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს, რომელთა ასაკი 24-დან 25 წლამდეა, საგამოძიებო უწყება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა - შენახვასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის და კულტივირებისთვის საჭირო მასალები. ასევე ამოღებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ბათუმში 17 სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია აღნიშნული ლოკაციების ფოტოსურათები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_e22ee38d8be197ecf5321f9eb67cafd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ნარკოდანაშაული საქართველოში-2018, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, ბელარუსი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ნარკოდანაშაული საქართველოში-2018, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, ბელარუსი
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბელარუსის სამი მოქალაქე დააკავეს
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბელარუსის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 24-დან 25 წლამდეა, საგამოძიებო უწყება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა - შენახვასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
ასევე ამოღებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ბათუმში 17 სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია აღნიშნული ლოკაციების ფოტოსურათები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.