ახალი წესები მაღალჩინოსნებისთვის - როგორ იმუშავებს მხილების მექანიზმი საქართველოში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2025
გამოწერა
როგორც ბიუროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, მხილების მექანიზმის დანერგვა ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას და ნდობის გაძლიერებას საჯარო სექტორის მიმართ, მიაჩნია კუპრაშვილს
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. მხილების ინსტიტუტი საქართველოს ყველა საჯარო დაწესებულებაში ამოქმედდება, განაცხადა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა.
2025 წლის შემოდგომიდან იგეგმება მხილების მექანიზმის დანერგვა, რომელიც კორუფციის ფაქტების შესახებ ანტიკორუფციულ ბიუროში ანონიმურ შეტყობინებებს ითვალისწინებს, საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია.
„მამხილებელი არის ნებისმიერი მოქალაქე, მამხილებელი არის საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს კონკრეტულ საჯარო დაწესებულებში. მტკიცების ტვირთი კი მამხილებელს არ ეკისრება და ის გამოკვლევის საგანი გახდება“, - აღნიშნა რაჟდენ კუპრაშვილმა.
როგორც ბიუროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, მხილების მექანიზმის დანერგვა ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას და ნდობის გაძლიერებას საჯარო სექტორის მიმართ.
„ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, არ არის დროული პასუხები ამა თუ იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს მოქალაქის ნდობას კიდევ უფრო უარყოფითად განაწყობს საჯარო სექტორის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი დემოკრატიისთვის ძალიან პრობლემური საკითხი და საფრთხის მატარებელი. შესაბამისად, მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერება ეს იქნება რეფორმა, რომელიც გამჭვირვალობას შეიტანს“, - აღნიშნა კუპრაშვილმა.
კუპრაშვილის თქმით, ამ ცვლილებებით საჯარო სექტორებში და მათ შორის, თვითმმართველობებში მრჩევლების შრომის ანაზღაურება და ერთზე მეტ საჯარო უწყებაში მუშაობა აიკრძალება, და რაც ყველაზე მთავარია - აღმოიფხვრება ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის ფაქტები.
„საერთოდ აიკრძალება, რომ რომელიმე თანამდებობის პირმა რამდენიმე საჯარო სექტორში იმუშაოს. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მდგრადობისთვის, ისე გამჭვირვალობისთვის, ანგარიშვალდებულებისთვის. ეს რეფორმები განხორციელდება ზუსტად იმ ფორმით, რაც კანონმდებელმა დააწესა“, - განაცხადა კუპრაშვილმა.
კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად ითვლება. კანონის უზენაესობის 2024 წლის ინდექსში, რომელიც ითვალისწინებს ისეთ წამყვან ფაქტორს, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველომ ევროპის 20 საუკეთესო ქვეყანას შორის მსოფლიოში 33-ე ადგილი დაიკავა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში - პირველი ადგილი.
ყველა ახალი ამბავი
0