https://sputnik-georgia.com/20250724/qrtami-pirutyvis-sazrvarze-gadayvanis-sanacvlod-dakavebulia-sss-s-tanamsromeli-294267453.html
ქრთამი პირუტყვის საზღვარზე გადაყვანის სანაცვლოდ: დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი
ქრთამი პირუტყვის საზღვარზე გადაყვანის სანაცვლოდ: დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი
Sputnik საქართველო
დაკავებულს ქრთამი მოქალაქემ სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაყვანაში დახმარების სანაცვლოდ შესთავაზა. 24.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-24T14:53+0400
2025-07-24T14:53+0400
2025-07-24T14:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1a/258673983_0:301:3093:2040_1920x0_80_0_0_51a1d380c28d735f972ded3560f5f4ca.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის მიცემის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულს მოქალაქემ სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაყვანაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა შესთავაზა. გარდა ამისა, პოლიციამ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლო იარაღი, რომელსაც ბრალდებული უკანონოდ ინახავდა. გამოძიება ქრთამის მიცემისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1a/258673983_132:447:2093:1918_1920x0_80_0_0_b27fb8643685873a65473274abda3b14.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ქრთამი პირუტყვის საზღვარზე გადაყვანის სანაცვლოდ: დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი
დაკავებულს ქრთამი მოქალაქემ სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაყვანაში დახმარების სანაცვლოდ შესთავაზა.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის მიცემის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულს მოქალაქემ სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაყვანაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა შესთავაზა.
გარდა ამისა, პოლიციამ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლო იარაღი, რომელსაც ბრალდებული უკანონოდ ინახავდა.
გამოძიება ქრთამის მიცემისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.