https://sputnik-georgia.com/20250723/mariam-tabatadze-turqetis-policiis-ufross-shexvda-294251574.html
საქართველო და თურქეთი მართლწესრიგის სფეროში თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ
საქართველო და თურქეთი მართლწესრიგის სფეროში თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
სტამბულში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაბატაძე საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენას დაესწრო 23.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-23T16:58+0400
2025-07-23T16:58+0400
2025-07-23T16:58+0400
საქართველო
თურქეთი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/17/294250136_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_d8ca927e6bc2d775a1f106cf0e63e30c.jpg
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მარიამ ტაბატაძემ თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროს მაჰმუთ დემირთაშთან შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ პარტნიორობასთან და თანამშრომლობის ძირითად სფეროებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.ორმხრივი შეხვედრა სტამბულში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.სტამბულში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაბატაძე დაესწრო საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენა „IDEF 2025“-ს, გაეცნო ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო აღჭურვილობებს და მიიღო ინფორმაცია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და პროგრამების შესახებ.IDEF თავდაცვის ინდუსტრიის უმსხვილესი მსოფლიო გამოფენების ათეულში შედის და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანად ითვლება. წელს მის მუშაობაში მონაწილეობენ 33 ქვეყნის დელეგაციების ხელმძღვანელები.გამოფენაზე წარმოდგენილია 44 მონაწილე ქვეყნის სტენდები, სადაც 400-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია თავის პროდუქციას გამოფენს. ღონისძიებას, სავარაუდოდ, 99 ქვეყნის 120 ათასზე მეტი სპეციალისტი დაესწრება.გამოფენა სტამბულში 22-27 ივლისის პერიოდში გაიმართება.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/17/294250136_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_a3b30560e672148e0ddbe332dd202371.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, თურქეთი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო და თურქეთი მართლწესრიგის სფეროში თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ
სტამბულში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაბატაძე საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენას დაესწრო
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მარიამ ტაბატაძემ თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროს მაჰმუთ დემირთაშთან შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ პარტნიორობასთან და თანამშრომლობის ძირითად სფეროებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ორმხრივი შეხვედრა სტამბულში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„მარიამ ტაბატაძემ მადლობა გადაუხადა თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მზაობა გამოთქვა", - ნათქვამია განცხადებაში.
სტამბულში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაბატაძე დაესწრო საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენა „IDEF 2025“-ს, გაეცნო ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო აღჭურვილობებს და მიიღო ინფორმაცია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და პროგრამების შესახებ.
IDEF თავდაცვის ინდუსტრიის უმსხვილესი მსოფლიო გამოფენების ათეულში შედის და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანად ითვლება. წელს მის მუშაობაში მონაწილეობენ 33 ქვეყნის დელეგაციების ხელმძღვანელები.
გამოფენაზე წარმოდგენილია 44 მონაწილე ქვეყნის სტენდები, სადაც 400-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია თავის პროდუქციას გამოფენს. ღონისძიებას, სავარაუდოდ, 99 ქვეყნის 120 ათასზე მეტი სპეციალისტი დაესწრება.
გამოფენა სტამბულში 22-27 ივლისის პერიოდში გაიმართება.