https://sputnik-georgia.com/20250710/tbilisis-meria-111-axal-vagpns-seisyidis-294116056.html
თბილისის მერია 111 ახალ ვაგონს შეისყიდის
თბილისის მერია 111 ახალ ვაგონს შეისყიდის
Sputnik საქართველო
„ახმეტელის თეატრი-ვარკეთილის“ ხაზს დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლების ნაცვლად, 5-ვაგონიანი მატარებლები მოემსახურება, განაცხადა მერმა 10.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-10T23:02+0400
2025-07-10T23:02+0400
2025-07-10T23:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისის საკრებულო
ჩინეთი
კომპანიების ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/59/237765965_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_66a698dd9493c351d19fab62da786603.jpg
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. დედაქალაქის მეტროს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 111 ვაგონი შეემატება, იუწყება თბილისის მერიის პრესსამსახური.დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მეტროს თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან „ჯი-თი გრუპი“ ხელშეკრულება დღეს გაფორმდება.თბილისის მერიის, ცენტრალური ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მხარდაჭერით, თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და გამოვლინდა გამარჯვებული - კომპანია „ჯი-თი გრუპი“.„ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ჯი-თი გრუპი“ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელთან (კომპანია CRRC ჩინეთი) თანამშრომლობით, შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში, მოგვაწვდის 111 ვაგონს. ეს იქნება 14 ერთეული 4-ვაგონიანი და 11 ერთეული 5-ვაგონიანი შემადგენლობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ახალი მატარებლები იქნება ე.წ. გამჭოლი ვაგონებით. „ახმეტელის თეატრი-ვარკეთილის“ ხაზს დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლების ნაცვლად, 5-ვაგონიანი მატარებლები მოემსახურება, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა და გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.მისი თქმით, ეს ქალაქებია ჩიკაგო, ბოსტონი, მელბურნი, მეხიკო, სინგაპური, სან-პაულო. ასევე, საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა: პორტუგალია, სერბეთი, უნგრეთი.კომპანია „ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორის, თემურ უსტიაშვილის განცხადებით, კომპანია ვაგონების მოწოდებას თბილისის მერიისთვის მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს.„ჩვენ ვაგონების მოწოდებას დავიწყებთ მომავალი წლის ნოემბრიდან. პირველი 4 შემადგენლობა, ჯამში 36 ვაგონი, შემოსვლას დაიწყებს მომავალი წლის ნოემბრიდან და ამ 4 შემადგენლობის შემოყვანას დავასრულებთ 2027 წლის თებერვალში. დანარჩენ ვაგონებს შეთანხმებისამებრ, შემოვიყვანთ მომავალი 5 წლის განმავლობაში”,- განაცხადა თემურ უსტიაშვილმა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/59/237765965_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_7c2a7d9545fc9220122dafdd84fbf1c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, ჩინეთი, კომპანიების ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, ჩინეთი, კომპანიების ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
თბილისის მერია 111 ახალ ვაგონს შეისყიდის
„ახმეტელის თეატრი-ვარკეთილის“ ხაზს დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლების ნაცვლად, 5-ვაგონიანი მატარებლები მოემსახურება, განაცხადა მერმა
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. დედაქალაქის მეტროს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 111 ვაგონი შეემატება, იუწყება თბილისის მერიის პრესსამსახური.
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მეტროს თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან „ჯი-თი გრუპი“ ხელშეკრულება დღეს გაფორმდება.
„ბოლო წლების განმავლობაში, მეტროში არსებულ ყველა ვაგონს ჩაუტარდა სხვადასხვა მოცულობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მათი ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივების მიზნით, რამაც საშუალება მოგვცა, ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში გვყოლოდა 192 ვაგონი. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ვაგონს უახლოეს წლებში ეტაპობრივად ეწურება საექსპლუატაციო რესურსი, აუცილებელია მათი ჩანაცვლება ახალი ვაგონებით, ვინაიდან ამ ვაგონების გამოყენება უკვე შეუძლებელია, უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - განაცხადა სხდომაზე მერმა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის, ცენტრალური ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მხარდაჭერით, თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და გამოვლინდა გამარჯვებული - კომპანია „ჯი-თი გრუპი“.
„ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ჯი-თი გრუპი“ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელთან (კომპანია CRRC ჩინეთი) თანამშრომლობით, შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში, მოგვაწვდის 111 ვაგონს. ეს იქნება 14 ერთეული 4-ვაგონიანი და 11 ერთეული 5-ვაგონიანი შემადგენლობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ახალი მატარებლები იქნება ე.წ. გამჭოლი ვაგონებით. „ახმეტელის თეატრი-ვარკეთილის“ ხაზს დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლების ნაცვლად, 5-ვაგონიანი მატარებლები მოემსახურება, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა და გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.
„რაც მთავარია, მეტროს ვაგონების შესყიდვის პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება, რათა სრულად განახლდეს დღეს არსებული შემადგენლობები. რაც შეეხება აღნიშნულ კომპანიას, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი და დიდი კომპანიაა. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის და ქალაქისთვის აქვს მიწოდებული მეტროს ვაგონები“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ეს ქალაქებია ჩიკაგო, ბოსტონი, მელბურნი, მეხიკო, სინგაპური, სან-პაულო. ასევე, საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა: პორტუგალია, სერბეთი, უნგრეთი.
კომპანია „ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორის, თემურ უსტიაშვილის განცხადებით, კომპანია ვაგონების მოწოდებას თბილისის მერიისთვის მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს.
„ჩვენ ვაგონების მოწოდებას დავიწყებთ მომავალი წლის ნოემბრიდან. პირველი 4 შემადგენლობა, ჯამში 36 ვაგონი, შემოსვლას დაიწყებს მომავალი წლის ნოემბრიდან და ამ 4 შემადგენლობის შემოყვანას დავასრულებთ 2027 წლის თებერვალში. დანარჩენ ვაგონებს შეთანხმებისამებრ, შემოვიყვანთ მომავალი 5 წლის განმავლობაში”,- განაცხადა თემურ უსტიაშვილმა.