https://sputnik-georgia.com/20250630/givi-miqanadze-ganatlebis-ministris-postze-waradgines-293982202.html
განათლების ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილია
განათლების ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილია
Sputnik საქართველო
მანამდე მიქანაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 30.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-30T17:47+0400
2025-06-30T17:47+0400
2025-06-30T17:46+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293908211_0:52:1001:615_1920x0_80_0_0_7aad91b635543dc8095b71554acb10e1.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გახდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.მანამდე მიქანაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.გივი მიქანაძემ აღნიშნულ პოსტზე ალექსანდრე წულაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.„ჩვენ ვთვლით, რომ იგი იდეალური კანდიდატია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე. ბატონ გივის ვუსურვებთ წარმატებებს ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრ ალექსანდრე წულაძეს გაწეული სამუშაოსთვის. როგორც მიქანაძემ განაცხადა, მისთვის დიდი პატივია თანამდებობის დაკავება, რომელიც მომავალი თაობების განათლებასთან არის დაკავშირებული.„მაქსიმალურად მაქვს მზაობა, რომ ის ნდობა, რომელიც პირადად პრემიერისგან იყო გამოთქმული ჩემთან მიმართებაში, საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მოვახმარო, დღენიადაგ გავაკეთო ყველაფერი, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო იყოს მაქსიმალურად წარმატებული, რადგან ამ სამინისტროს წარმატება პირდაპირპროპორციულია ჩვენი ქვეყნის წარმატებისა“, – განაცხადა მიქანაძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293908211_55:0:944:667_1920x0_80_0_0_7bcc2b202bd038042ebcd5fd26d0a1ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
განათლების ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილია
მანამდე მიქანაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გახდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
მანამდე მიქანაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
გივი მიქანაძემ აღნიშნულ პოსტზე ალექსანდრე წულაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.
„ჩვენ ვთვლით, რომ იგი იდეალური კანდიდატია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე. ბატონ გივის ვუსურვებთ წარმატებებს ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრ ალექსანდრე წულაძეს გაწეული სამუშაოსთვის.
როგორც მიქანაძემ განაცხადა, მისთვის დიდი პატივია თანამდებობის დაკავება, რომელიც მომავალი თაობების განათლებასთან არის დაკავშირებული.
„მაქსიმალურად მაქვს მზაობა, რომ ის ნდობა, რომელიც პირადად პრემიერისგან იყო გამოთქმული ჩემთან მიმართებაში, საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მოვახმარო, დღენიადაგ გავაკეთო ყველაფერი, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო იყოს მაქსიმალურად წარმატებული, რადგან ამ სამინისტროს წარმატება პირდაპირპროპორციულია ჩვენი ქვეყნის წარმატებისა“, – განაცხადა მიქანაძემ.