აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით თურქეთის 43 წლის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ შეძენას ცდილობდა.
„სამართალდამცველებმა აღნიშნული პირის მხილების მიზნით, მისთვის უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს - ბრალდებულისთვის გამოგზავნილი ამანათიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ქილებში დამალული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომლის შეძენასაც ბრალდებული აპირებდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0