https://sputnik-georgia.com/20250614/xelvacaursi-momxdari-mkvlelobis-faqtze-ori-piri-daakaves-293755710.html
ხელვაჩაურში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ხელვაჩაურში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 14.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-14T13:15+0400
2025-06-14T13:15+0400
2025-06-14T16:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
აჭარა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24154/82/241548223_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_4dc42ccb5d586d07769e351c850335d5.jpg
თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 36 წლის ბრალდებულს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, მეორე ბრალდებული, 32 წლის მამაკაცი კი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული. შემთხვევა მიმდინარე წლის 4 ივნისს ღამის საათებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე 33 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მისსავე ავტომობილში მოკლა, დანაშაულის დაფარვის მიზნით მანქანა მდინარეში ჩააგორა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო მისი მეგობრისთვის, თუმცა მან მომხდარის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24154/82/241548223_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_3e5760b75473e503dd5ce88700b89676.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში
ხელვაჩაურში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
13:15 14.06.2025 (განახლებულია: 16:43 14.06.2025) დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
36 წლის ბრალდებულს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, მეორე ბრალდებული, 32 წლის მამაკაცი კი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული.
შემთხვევა მიმდინარე წლის 4 ივნისს ღამის საათებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე 33 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მისსავე ავტომობილში მოკლა, დანაშაულის დაფარვის მიზნით მანქანა მდინარეში ჩააგორა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო მისი მეგობრისთვის, თუმცა მან მომხდარის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.