აჭარაში ნარკორეალიზატორი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით აჭარაში 54 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან რამდენჯერმე იყიდეს ნარკოტიკი და აღნიშნული შესყიდვები ფარულად ჩაიწერეს.
ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ბუპრენოფინი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0