https://sputnik-georgia.com/20250609/awarasi-did-odenobis-narkotikis-sezenis-braldebit-ori-ucxoeli-daakaves-293690132.html
აჭარაში დიდი ოდენობის ნარკოტიკის შეძენის ბრალდებით ორი უცხოელი დააკავეს
აჭარაში დიდი ოდენობის ნარკოტიკის შეძენის ბრალდებით ორი უცხოელი დააკავეს
Sputnik საქართველო
უკრაინის და ბელარუსის მოქალაქეებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 09.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-09T10:54+0400
2025-06-09T10:54+0400
2025-06-09T10:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
აჭარა
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24103/40/241034073_0:243:2592:1701_1920x0_80_0_0_413fecdf5f79a5fc38ee29511d260ec4.jpg
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 45 წლის უკრაინის მოქალაქე და 25 წლის ბელარუსის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები.სამართალდამცველებმა მათი მხილების მიზნით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მათთვის უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ხელჩანთის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რის შემდეგაც მ.ა. და კ.ჰ. ბრალდებულების სახით თბილისში დააკავეს. პოლიციის მიერ ხელჩანთიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ჩაფხუტში დამალული, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი", რომლის შეძენასაც ბრალდებულები აპირებდნენ. ასევე, ამავე ხელჩანთაში ნარკოტიკთან ერთად აღმოჩენილია ჯიპიეს მოწყობილობა.წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24103/40/241034073_0:0:2592:1944_1920x0_80_0_0_5d9fc40b36b1c753878d3f442f9f84fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში
აჭარაში დიდი ოდენობის ნარკოტიკის შეძენის ბრალდებით ორი უცხოელი დააკავეს
უკრაინის და ბელარუსის მოქალაქეებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 45 წლის უკრაინის მოქალაქე და 25 წლის ბელარუსის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები.
სამართალდამცველებმა მათი მხილების მიზნით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მათთვის უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ხელჩანთის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რის შემდეგაც მ.ა. და კ.ჰ. ბრალდებულების სახით თბილისში დააკავეს. პოლიციის მიერ ხელჩანთიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ჩაფხუტში დამალული, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი", რომლის შეძენასაც ბრალდებულები აპირებდნენ. ასევე, ამავე ხელჩანთაში ნარკოტიკთან ერთად აღმოჩენილია ჯიპიეს მოწყობილობა.
წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.