https://sputnik-georgia.com/20250531/vaxtang-gomelauri-vaxtang-gorgaslis-pirveli-xarisxis-ordenit-daajildoves-293596012.html
ვახტანგ გომელაური ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს
ვახტანგ გომელაური ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს
Sputnik საქართველო
ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა. 31.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-31T16:34+0400
2025-05-31T16:34+0400
2025-05-31T16:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
ვახტანგ გომელაური
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291942723_0:118:2048:1270_1920x0_80_0_0_2430e66bce82ad355161d089ba8550b1.jpg
თბილისი, 31 მაისი - Sputnik. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური პოლიციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი მიმდინარე წლის 28 მაისს დატოვა. როგორც ექს-მინისტრმა აღნიშნა, იგი ერთგული რჩება „ქართული ოცნების" სამთავრობო გუნდის. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ვახტანგ გომელაურს „სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის" საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა. გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად პირველად 2015 წელს დაინიშნა. შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. 2019 წლის 8 სექტემბერს კი მან კვლავ ჩაიბარა მინისტრის პორტფელი. შს მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაური გელა გელაძემ შეცვალა, რომელიც მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291942723_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_93d3826d1e812885eb9aa57c7f0a4886.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ვახტანგ გომელაური , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, ვახტანგ გომელაური , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი
ვახტანგ გომელაური ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს
ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა.
თბილისი, 31 მაისი - Sputnik. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური პოლიციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი მიმდინარე წლის 28 მაისს დატოვა. როგორც ექს-მინისტრმა აღნიშნა, იგი ერთგული რჩება „ქართული ოცნების" სამთავრობო გუნდის.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ვახტანგ გომელაურს „სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის" საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა.
გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად პირველად 2015 წელს დაინიშნა. შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. 2019 წლის 8 სექტემბერს კი მან კვლავ ჩაიბარა მინისტრის პორტფელი.
შს მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაური გელა გელაძემ შეცვალა, რომელიც მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.