https://sputnik-georgia.com/20250528/qartul-diplomebs-chinetshi-agiareben-293558372.html
ქართულ დიპლომებს ჩინეთში აღიარებენ
ქართულ დიპლომებს ჩინეთში აღიარებენ
Sputnik საქართველო
საქართველო და ჩინეთი განათლების სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ 28.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-28T19:00+0400
2025-05-28T19:00+0400
2025-05-28T19:00+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1c/293556044_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_16f3eb985a1f5714752dfb54d8da5d0b.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს და ჩინეთის განათლების მინისტრებმა ალექსანდრე წულაძემ და ჰუაი ძინფენგმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების ფარგლებში მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარების მიმართულებით თანამშრომლობასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი ითვალისწინებს დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მიზნით პარტნიორობას.შეთანხმების ხელმოწერამდე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ უმაღლესი განათლების გარდა, თანამშრომლობის გაფართოება შეეხება ზოგადი და პროფესიული განათლების მიმართულებებსაც.საქართველო და ჩინეთისაქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივლისში 11,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1c/293556044_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_8be1df80f08ae8ee58970c3bfc73289f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ქართულ დიპლომებს ჩინეთში აღიარებენ
საქართველო და ჩინეთი განათლების სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს და ჩინეთის განათლების მინისტრებმა ალექსანდრე წულაძემ და ჰუაი ძინფენგმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების ფარგლებში მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარების მიმართულებით თანამშრომლობასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი ითვალისწინებს დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მიზნით პარტნიორობას.
„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელების და სხვა მნიშვნელოვანი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შემუშავების კუთხით", - ნათქვამია განცხადებაში.
შეთანხმების ხელმოწერამდე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ უმაღლესი განათლების გარდა, თანამშრომლობის გაფართოება შეეხება ზოგადი და პროფესიული განათლების მიმართულებებსაც.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივლისში 11,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.