https://sputnik-georgia.com/20250521/germaniashi-saqartvelos-saqmiani-turizmis-potencials-ecnobian-293450471.html
გერმანიაში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ეცნობიან
გერმანიაში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ეცნობიან
Sputnik საქართველო
IMEX Frankfurt 2025-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა, მონაწილეობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 9 სასტუმრო და კერძო... 21.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-21T18:00+0400
2025-05-21T18:00+0400
2025-05-21T18:00+0400
საქართველო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
გერმანია
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24533/80/245338065_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_1ee30658750292bfa3459c335a0bde24.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „IMEX Frankfurt 2025"- ში მონაწილეობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბიზნეს-ტურიზმის, მოგზაურობების, შეხვედრების და ღონისძიებების საერთაშორისო გამოფენა (IMEX Frankfurt) - დარგის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა, გამოფენაში ასევე მონაწილეობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 9 სასტუმრო და კერძო კომპანია.Imex Frankfurt 2025-ზე, 3 დღის განმავლობაში, საკონვენციო ბიუროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ 50 საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიისა და ასოციაციის წარმომადგენელთან, სამომავლოდ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მიზნით.Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3,1 ათასი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 2016 წლის თებერვალში დააარსა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარება, უცხოური კომპანიების მოზიდვა ქვეყანაში სხვადასხვა ტურების, კონფერენციების, გამოფენების და სხვა საერთაშორისო ღონისძიებების ჩასატარებლად.ტურიზმის ახალი სახეობა - „MICE-ტურიზმი“ - ერთ-ერთი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ორიენტირებულია მსხვილ ორგანიზებულ კორპორაციულ და პროფესიულ ტურებზე.
საქართველო
გერმანია
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24533/80/245338065_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_183618d9dcd39906a42db2474656a225.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გერმანია , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, აჭარა
საქართველო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გერმანია , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, აჭარა
გერმანიაში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ეცნობიან
IMEX Frankfurt 2025-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა, მონაწილეობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 9 სასტუმრო და კერძო კომპანია.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „IMEX Frankfurt 2025"- ში მონაწილეობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბიზნეს-ტურიზმის, მოგზაურობების, შეხვედრების და ღონისძიებების საერთაშორისო გამოფენა (IMEX Frankfurt) - დარგის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა, გამოფენაში ასევე მონაწილეობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 9 სასტუმრო და კერძო კომპანია.
Imex Frankfurt 2025-ზე, 3 დღის განმავლობაში, საკონვენციო ბიუროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ 50 საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიისა და ასოციაციის წარმომადგენელთან, სამომავლოდ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მიზნით.
„ჩვენ არაერთ ღონისძიებას ვუმასპინძლეთ ბოლო წლებში და ახლა გერმანიაში ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ვართ ათამდე კერძო კომპანიასთან ერთად, რომ დამსწრებს გავაცნოთ საქართველო, ჩვეც გავეცნოთ ახალ შესაძლებლობებს, ახალი კონტაქტები მოვიძიოთ და საქართველოში ბევრად მეტი საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ღონისძიება ჩავატაროთ“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3,1 ათასი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 2016 წლის თებერვალში დააარსა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარება, უცხოური კომპანიების მოზიდვა ქვეყანაში სხვადასხვა ტურების, კონფერენციების, გამოფენების და სხვა საერთაშორისო ღონისძიებების ჩასატარებლად.
ტურიზმის ახალი სახეობა - „MICE-ტურიზმი“ - ერთ-ერთი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ორიენტირებულია მსხვილ ორგანიზებულ კორპორაციულ და პროფესიულ ტურებზე.