https://sputnik-georgia.com/20250514/kaxetshi-turqetis-5-moqalaqe-daakaves-293355701.html
საზღვრის კვეთისა და იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით კახეთში თურქეთის 5 მოქალაქე დააკავეს
საზღვრის კვეთისა და იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით კახეთში თურქეთის 5 მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 14.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-14T17:43+0400
2025-05-14T17:43+0400
2025-05-14T17:43+0400
საქართველო
თურქეთი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/16/282572248_0:0:3642:2048_1920x0_80_0_0_1416766685ad09c0bf4ee8b853d6a999.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 5 მოქალაქე გურჯაანში დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს, რომელთა ასაკი 21-დან 28 წლამდეა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ კვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოს საზღვარი სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, სატვირთო ავტომანქანებში არსებული სპეციალური სამალავის მეშვეობით გადმოკვეთეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული პირების პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები, საბრძოლო მასალა და დიდი ოდენობით თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სსკ-ის 344-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/16/282572248_196:0:2927:2048_1920x0_80_0_0_5766e7d1c341e8f0b63f91dedbf46ea1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საზღვრის კვეთისა და იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით კახეთში თურქეთის 5 მოქალაქე დააკავეს
დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 5 მოქალაქე გურჯაანში დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს, რომელთა ასაკი 21-დან 28 წლამდეა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ კვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოს საზღვარი სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, სატვირთო ავტომანქანებში არსებული სპეციალური სამალავის მეშვეობით გადმოკვეთეს.
„მოსამართლის განჩინებების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით, საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენას გეგმავდნენ. ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები სხვადასხვა გზით ნარკოტიკული საშუალებების შეძენას ცდილობდნენ, რათა შემდგომში მისი რეალიზაცია მოეხდინათ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული პირების პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები, საბრძოლო მასალა და დიდი ოდენობით თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 344-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.