საქართველოს სკოლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა სავალდებულო გახდება

© photo: Sputnik / Vitaliy Ankov / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერები
კომპიუტერები - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2025
გამოწერა
კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლა მეათე კლასამდე ჩათვლით სავალდებულო გახდება
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს სკოლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო გახდება როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ.
ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.
„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები (ICT - რედ.). 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებით, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
მინისტრის თქმით, კომპიუტერული ტექნოლოგიები სავალდებულო საგანი იქნება მე-10 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის. სწავლის ბოლო ორ წელს – მე-11 და მე-12 კლასებში – საგნის სიღრმისეული შესწავლა არჩევითი გახდება.
როგორც უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, სკოლები ყველა საჭირო კომპიუტერული ტექნიკით ეტაპობრივად აღიჭურვება.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, წელს საქართველოში გარემონტდა და აშენდა 100-მდე სკოლა, რომლებიც საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. მომავალ წელს სამინისტრო სკოლების განახლებას იმავე მაღალი ტემპით გააგრძელებს.
2025 წლის ბოლოსთვის კიდევ 50 სკოლა აშენდება და გარემონტდება.
ყველა ახალი ამბავი
0