https://sputnik-georgia.com/20250423/shss-gancxadeba-gaavrcela-293022034.html
ჯარიმების ახალი წესები საქართველოში: შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აკეთებს
ჯარიმების ახალი წესები საქართველოში: შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აკეთებს
Sputnik საქართველო
2025 წლის თებერვალში ხელისუფლებამ გაამკაცრდა კანონმდებლობა დემონსტრაციის ჩატარების წესების დარღვევასთან დაკავშირებით და მრავალჯერ გაზარდა ჯარიმები და სასჯელის... 23.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-23T21:49+0400
2025-04-23T21:49+0400
2025-04-23T21:49+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250792746_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_bad0421777cc52577e0ba53408169107.jpg
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საპროტესტო აქციების გამართვის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გამოწერის ახალმა პრაქტიკამ კურიოზული სიტუაცია შექმნა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააჩქარა კომენტარის გაკეთება დაჯარიმების შესახებ სმს-შეტყობინებების გაგზავნასთან დაკავშირებით მათ შორის იმ მოქალაქეებთან მიმართებით, რომლებსაც ავტომობილი არ ჰყავთ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდ - police.ge-ზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით გათვალისწინებული („შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა) ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო. ამმის ფონზე ზოგიერთ მოქალაქეს მიუვიდა მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე. აღნიშნულმა სოციალურ ქსელში იმ დემონსტრანტების უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთაც არ ჰყავთ ავტომობილი და არ ფლობენ მართვის მოწმობას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და მომხდარი ტექნიკური გაუმართაობით ახსნა. 2025 წლის თებერვალში ხელისუფლებამ გაამკაცრდა კანონმდებლობა დემონსტრაციის ჩატარების წესების დარღვევასთან დაკავშირებით და მრავალჯერ გაზარდა ჯარიმები და სასჯელის ვადები.საპროტესტო აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ დაბრკოლებების შექმნა არა მხოლოდ მანქანების, არამედ ქვეითთა გადაადგილებისთვისაც. კანონი ასევე აკრძალავს საპროტესტო აქციების ჩატარებას დახურულ შენობა-ნაგებობებში მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.დამრღვევთა იდენტიფიცირებისთვის პარლამენტის შენობასთან და რუსთაველის გამზირზე დამონტაჟდა დამატებითი ვიდეოკამერები, რომლებიც აფიქსირებს და ამოიცნობს დამრღვევებს.საპროტესტო აქციაზე ყველაზე გავრცელებული დარღვევებისთვის მაქსიმალური ჯარიმის ოდენობამ 3-დან 5 ათას ლარამდე შეადგინა, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 15-დან 60 დღემდე გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250792746_101:0:1238:853_1920x0_80_0_0_6ec86f3c4ae8a4f505a83dd2052a4240.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
ჯარიმების ახალი წესები საქართველოში: შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აკეთებს
2025 წლის თებერვალში ხელისუფლებამ გაამკაცრდა კანონმდებლობა დემონსტრაციის ჩატარების წესების დარღვევასთან დაკავშირებით და მრავალჯერ გაზარდა ჯარიმები და სასჯელის ვადები
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საპროტესტო აქციების გამართვის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გამოწერის ახალმა პრაქტიკამ კურიოზული სიტუაცია შექმნა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააჩქარა კომენტარის გაკეთება დაჯარიმების შესახებ სმს-შეტყობინებების გაგზავნასთან დაკავშირებით მათ შორის იმ მოქალაქეებთან მიმართებით, რომლებსაც ავტომობილი არ ჰყავთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდ - police.ge-ზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით გათვალისწინებული („შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა) ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო. ამმის ფონზე ზოგიერთ მოქალაქეს მიუვიდა მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე. აღნიშნულმა სოციალურ ქსელში იმ დემონსტრანტების უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთაც არ ჰყავთ ავტომობილი და არ ფლობენ მართვის მოწმობას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და მომხდარი ტექნიკური გაუმართაობით ახსნა.
„ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს", - ნათქვამია განცხადებაში.
2025 წლის თებერვალში ხელისუფლებამ გაამკაცრდა კანონმდებლობა დემონსტრაციის ჩატარების წესების დარღვევასთან დაკავშირებით და მრავალჯერ გაზარდა ჯარიმები და სასჯელის ვადები.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ დაბრკოლებების შექმნა არა მხოლოდ მანქანების, არამედ ქვეითთა გადაადგილებისთვისაც. კანონი ასევე აკრძალავს საპროტესტო აქციების ჩატარებას დახურულ შენობა-ნაგებობებში მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
დამრღვევთა იდენტიფიცირებისთვის პარლამენტის შენობასთან და რუსთაველის გამზირზე დამონტაჟდა დამატებითი ვიდეოკამერები, რომლებიც აფიქსირებს და ამოიცნობს დამრღვევებს.
საპროტესტო აქციაზე ყველაზე გავრცელებული დარღვევებისთვის მაქსიმალური ჯარიმის ოდენობამ 3-დან 5 ათას ლარამდე შეადგინა, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 15-დან 60 დღემდე გაიზარდა.