https://sputnik-georgia.com/20250423/saqartvelo-da-chineti-tanamshromlobis-gagrmavebas-agrzeleben-293010325.html
საქართველო და ჩინეთი თანამშრომლობის გაღრმავებას აგრძელებენ
საქართველო და ჩინეთი თანამშრომლობის გაღრმავებას აგრძელებენ
Sputnik საქართველო
მემორანდუმები მიმართულია საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. 23.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-23T14:25+0400
2025-04-23T14:25+0400
2025-04-23T14:25+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280618199_0:78:1600:978_1920x0_80_0_0_f872af801700d376675618827687d11c.jpg
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობამ (GCRC) ხელი მოაწერა ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ჩინეთის მანქანებისა და ელექტრონული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტის სავაჭრო პალატასთან (CCCME). ხელმოწერის ცერემონიის ორგანიზატორი „საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობა“(GCRC) იყო, რომელიც შეიქმნა ჩინეთსა და საქართველოს შორის საქმიანი კავშირების გასაძლიერებლად. მემორანდუმები მიზნად ისახავს საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ერთობლივი პროექტებისა და ინვესტიციების ხელშეწყობას და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას. აღნიშნული შეთანხმებები ქმნის მყარ საფუძველს ორივე ქვეყნის კერძო და საჯარო სექტორებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ჩინეთთან თანამშრომლობით დაინტერესებულ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ასოციაცია „ქართულ-ჩინური რეგიონული თანამშრომლობა“ მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა. ორგანიზაციის წარმომადგენლობები გაიხსნა შანხაიში, პეკინსა და შანდონგის პროვინციაში და სთავაზობს სწრაფ კონსულტაციებს და მჭიდრო კომუნიკაციას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს საქმიან ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას. საქართველო და ჩინეთი ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივლისში 11,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. 2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280618199_98:0:1503:1054_1920x0_80_0_0_8ea776338391a0e5915fdc0e560d37b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო და ჩინეთი თანამშრომლობის გაღრმავებას აგრძელებენ
მემორანდუმები მიმართულია საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობამ (GCRC) ხელი მოაწერა ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ჩინეთის მანქანებისა და ელექტრონული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტის სავაჭრო პალატასთან (CCCME).
ხელმოწერის ცერემონიის ორგანიზატორი „საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობა“(GCRC) იყო, რომელიც შეიქმნა ჩინეთსა და საქართველოს შორის საქმიანი კავშირების გასაძლიერებლად.
„ამ ორი მემორანდუმის ხელმოწერა - როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთან, ასევე ჩინეთის სავაჭრო პალატასთან – არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მიზნისკენ: გავაძლიეროთ რეგიონული ბიზნეს პარტნიორობა. ჩვენ გვჯერა, რომ მთავრობის მხარდაჭერის, ბიზნეს ქსელებისა და ფინანსური ინსტრუმენტების სინერგია ქმნის ოპტიმალურ გარემოს გრძელვადიანი თანამშრომლობისა და ორმხრივი წარმატებისთვის,“-განაცხადა GCRC-ის თავმჯდომარე ვახტანგ ჩახნაშვილმა.
მემორანდუმები მიზნად ისახავს საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ერთობლივი პროექტებისა და ინვესტიციების ხელშეწყობას და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას.
აღნიშნული შეთანხმებები ქმნის მყარ საფუძველს ორივე ქვეყნის კერძო და საჯარო სექტორებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისთვის.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ჩინეთთან თანამშრომლობით დაინტერესებულ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
ასოციაცია „ქართულ-ჩინური რეგიონული თანამშრომლობა“ მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა. ორგანიზაციის წარმომადგენლობები გაიხსნა შანხაიში, პეკინსა და შანდონგის პროვინციაში და სთავაზობს სწრაფ კონსულტაციებს და მჭიდრო კომუნიკაციას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს საქმიან ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას.
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივლისში 11,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა.
ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).