https://sputnik-georgia.com/20250423/rogor-sheamowmeben-moqalaqeebs-narkotikebze-axali-wesebi-293004783.html
როგორ შეამოწმებენ მოქალაქეებს ნარკოტიკებზე – ახალი წესები
როგორ შეამოწმებენ მოქალაქეებს ნარკოტიკებზე – ახალი წესები
Sputnik საქართველო
შემოწმების მიზნით ადამიანების ნარკოლოგიურში იძულებით გადაყვანა არ მოხდება. ამ შემთხვევაში მოქალაქეს პოლიციელი შესთავაზებს ლაბორატორიული გამოკვლევის... 23.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-23T11:00+0400
2025-04-23T11:00+0400
2025-04-23T11:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კანონმდებლობა
ახალი ამბები
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/16/287476406_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_df4572adefd0aab830ea02a8a06d43c6.jpg
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებს ნარკოტიკების მოხმარების ფაქტის დადგენის უფლება 2025 წლის 1-ელი ივნისიდან ექნებათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებებს პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი და გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.საქართველოში ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. თუმცა, საქართველოში მარიხუანას მოხმარება ნებადართულია, მაგრამ მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ ადგილებში. რაც შეეხება შენახვას, მასზე ვრცელდება იგივე წესები, რაც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზეა გათვალისწინებული.ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ნარკოტიკების, მათი ანალოგებისა და პრეკურსორების მოხმარება, ასევე მათი შეძენა, შენახვა, წარმოება და გადაზიდვა 1-ელი ივნისიდან გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500-დან 2 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი ასევე ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.როგორ მოხდება შემოწმებაშემოწმება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ პირი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.შემოწმების მიზნით ადამიანების ნარკოლოგიურში იძულებით გადაყვანა არ მოხდება. ამ შემთხვევაში მოქალაქეს პოლიციელი შესთავაზებს ლაბორატორიული გამოკვლევის ჩასატარებლად სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში წასვლას.მოქალაქეს უფლება ექნება უარი თქვას პოლიციელთან ერთად წასვლაზე, მაგრამ შემდეგ იგი ვალდებული იქნება, უარის თქმიდან ოთხი საათის განმავლობაში გაიაროს შემოწმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის დეპარტამენტში ან სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია დასრულებული შემოწმებისა და მისი შედეგების შესახებ.თუ პირი ნებაყოფლობით ჩაიტარებს შემოწმებას და დადგინდა ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი, მას უფლება ექნება საკონტროლო ნიმუში 10 დღის ვადაში წარუდგინოს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ალტერნატიულ ლაბორატორიას. ლაბორატორიების ნუსხას, სადაც მონაცემების შემოწმება იქნება შესაძლებელი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/16/287476406_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_3a46848a8065ae9b40a4e05ced975199.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კანონმდებლობა, ახალი ამბები, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კანონმდებლობა, ახალი ამბები, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
როგორ შეამოწმებენ მოქალაქეებს ნარკოტიკებზე – ახალი წესები
შემოწმების მიზნით ადამიანების ნარკოლოგიურში იძულებით გადაყვანა არ მოხდება. ამ შემთხვევაში მოქალაქეს პოლიციელი შესთავაზებს ლაბორატორიული გამოკვლევის ჩასატარებლად სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში წასვლას.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებს ნარკოტიკების მოხმარების ფაქტის დადგენის უფლება 2025 წლის 1-ელი ივნისიდან ექნებათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებებს პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი და გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
საქართველოში ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. თუმცა, საქართველოში მარიხუანას მოხმარება ნებადართულია, მაგრამ მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ ადგილებში. რაც შეეხება შენახვას, მასზე ვრცელდება იგივე წესები, რაც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზეა გათვალისწინებული.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ნარკოტიკების, მათი ანალოგებისა და პრეკურსორების მოხმარება, ასევე მათი შეძენა, შენახვა, წარმოება და გადაზიდვა 1-ელი ივნისიდან გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500-დან 2 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი ასევე ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
შემოწმება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ პირი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
შემოწმების მიზნით ადამიანების ნარკოლოგიურში იძულებით გადაყვანა არ მოხდება. ამ შემთხვევაში მოქალაქეს პოლიციელი შესთავაზებს ლაბორატორიული გამოკვლევის ჩასატარებლად სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში წასვლას.
მოქალაქეს უფლება ექნება უარი თქვას პოლიციელთან ერთად წასვლაზე, მაგრამ შემდეგ იგი ვალდებული იქნება, უარის თქმიდან ოთხი საათის განმავლობაში გაიაროს შემოწმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის დეპარტამენტში ან სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია დასრულებული შემოწმებისა და მისი შედეგების შესახებ.
თუ პირი ნებაყოფლობით ჩაიტარებს შემოწმებას და დადგინდა ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი, მას უფლება ექნება საკონტროლო ნიმუში 10 დღის ვადაში წარუდგინოს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ალტერნატიულ ლაბორატორიას. ლაბორატორიების ნუსხას, სადაც მონაცემების შემოწმება იქნება შესაძლებელი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს.