https://sputnik-georgia.com/20250418/saqartvelos-skolebsi-cinuri-enis-swavlebis-danergva-igegmeba-292947606.html
საქართველოს სკოლებში ჩინური ენის სწავლების დანერგვა იგეგმება
საქართველოს სკოლებში ჩინური ენის სწავლების დანერგვა იგეგმება
Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო ჩინური ენის სწავლების სტანდარტის დამტკიცებას და საგანმანათლებლო რესურსების განვითარებას გეგმავს. 18.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-18T20:08+0400
2025-04-18T20:08+0400
2025-04-18T20:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268834016_0:221:2859:1829_1920x0_80_0_0_d452676677e2074a36e17faa7d3b8691.jpg
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებში სამომავლოდ ჩინურის, როგორც მეორე უცხო ენის შესწავლა იგეგმება, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ.საქართველოს საჯარო სკოლებში ორი უცხო ენა ისწავლება: პირველი, ინგლისური, პირველი კლასიდან ისწავლება, ხოლო მეორე უცხო ენის შესწავლა, სკოლის არჩევანით, მეხუთე კლასიდან იწყება. ძირითადად, არჩევითი მეორე ენა არის რუსული, გერმანული ან ფრანგული. არის სკოლები, სადაც იტალიური ისწავლება.მინისტრის თქმით, უწყება ჩინური ენის სწავლების სტანდარტის დამტკიცებას და საგანმანათლებლო რესურსების განვითარებას გეგმავს. ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება.მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელ სკოლებში და როდის იგეგმება სკოლებში ჩინური ენის სწავლების დანერგვა.ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებასთან ერთად საქართველოში ჩინური ენის შესწავლა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.საქართველო და ჩინეთისაქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივლისში 11,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268834016_64:0:2795:2048_1920x0_80_0_0_6ac814cc9182e7bf196d2b81b00a2c0d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება
საქართველოს სკოლებში ჩინური ენის სწავლების დანერგვა იგეგმება
განათლების სამინისტრო ჩინური ენის სწავლების სტანდარტის დამტკიცებას და საგანმანათლებლო რესურსების განვითარებას გეგმავს.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებში სამომავლოდ ჩინურის, როგორც მეორე უცხო ენის შესწავლა იგეგმება, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ.
საქართველოს საჯარო სკოლებში ორი უცხო ენა ისწავლება: პირველი, ინგლისური, პირველი კლასიდან ისწავლება, ხოლო მეორე უცხო ენის შესწავლა, სკოლის არჩევანით, მეხუთე კლასიდან იწყება. ძირითადად, არჩევითი მეორე ენა არის რუსული, გერმანული ან ფრანგული. არის სკოლები, სადაც იტალიური ისწავლება.
მინისტრის თქმით, უწყება ჩინური ენის სწავლების სტანდარტის დამტკიცებას და საგანმანათლებლო რესურსების განვითარებას გეგმავს. ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელ სკოლებში და როდის იგეგმება სკოლებში ჩინური ენის სწავლების დანერგვა.
ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებასთან ერთად საქართველოში ჩინური ენის შესწავლა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივლისში 11,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.