https://sputnik-georgia.com/20250418/samusao-socialurad-daucveltatvis-rogor-musaobs-programa-292947139.html
სამუშაო სოციალურად დაუცველთათვის - როგორ მუშაობს პროგრამა
სამუშაო სოციალურად დაუცველთათვის - როგორ მუშაობს პროგრამა
Sputnik საქართველო
პროგრამის არსებობის პერიოდში 39.7 ათასი სოციალურად დაუცველი პირი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა 18.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-18T18:03+0400
2025-04-18T18:03+0400
2025-04-18T18:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285787701_0:57:3078:1788_1920x0_80_0_0_2f8d4bb127641f94ca207ea7a933a291.jpg
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 81,9 ათასი ადამიანი დასაქმდა, ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის ანგარიშში „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და მისი განხორციელების შესახებ“.სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის 1 მარტს დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120.000-ს არ აჭარბებს და რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. სოცდაუცველი ოჯახები სახელმწიფოსგან დახმარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში მიიღებენ და მათი სტატუსი არ გადაიხედება.ანგარიშის თანახმად, პროგრამის არსებობის პერიოდში 39.7 ათასი სოციალურად დაუცველი პირი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა, ხოლო 32,8 ათასი - შრომის ღია ბაზარზე სხვადასხვა სფეროში.პროგრამის მიზანია - დროებითი სამუშაო ადგილების შექმნა და იმ პირების შრომის ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობა, ვინც დიდი ხნის განმავლობაში დასაქმებული არ ყოფილა.პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე სამუშაოში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ იბეგრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285787701_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_98d5b3498ced7cb55392244021839a0b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა
სამუშაო სოციალურად დაუცველთათვის - როგორ მუშაობს პროგრამა
პროგრამის არსებობის პერიოდში 39.7 ათასი სოციალურად დაუცველი პირი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 81,9 ათასი ადამიანი დასაქმდა, ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის ანგარიშში „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და მისი განხორციელების შესახებ“.
სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის 1 მარტს დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120.000-ს არ აჭარბებს და რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. სოცდაუცველი ოჯახები სახელმწიფოსგან დახმარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში მიიღებენ და მათი სტატუსი არ გადაიხედება.
ანგარიშის თანახმად, პროგრამის არსებობის პერიოდში 39.7 ათასი სოციალურად დაუცველი პირი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა, ხოლო 32,8 ათასი - შრომის ღია ბაზარზე სხვადასხვა სფეროში.
პროგრამის მიზანია - დროებითი სამუშაო ადგილების შექმნა და იმ პირების შრომის ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობა, ვინც დიდი ხნის განმავლობაში დასაქმებული არ ყოფილა.
პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე სამუშაოში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ იბეგრება.