https://sputnik-georgia.com/20250415/xelisupleba-shss-ministris-shecvlas-gegmaven-292911293.html
ხელისუფლება შინაგან საქმეთა მინისტრის შეცვლას გეგმავს?
ხელისუფლება შინაგან საქმეთა მინისტრის შეცვლას გეგმავს?
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ გაავრცელა. 15.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-15T20:14+0400
2025-04-15T20:14+0400
2025-04-15T20:14+0400
საქართველო
ქართული ოცნება
საქართველოს მთავრობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250792746_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_bad0421777cc52577e0ba53408169107.jpg
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უარყო მისი შინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია.შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეკომპანია „ფორმულამ" გაავრცელა. ტეკეომპანიის ცნობით, აღნიშნულ პოსტზე მდინარაძის კანდიდატურა განიხილება.საქართველოს მთავრობაში ბოლო საკადრო ცვლილებები აპრილის დასაწყისში მოხდა. მაშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შეცვლის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორ უწყებად გაყოფის შესახებ განაცხადა. პრემიერმა ასევე წარადგინა იუსტიციის ახალი მინისტრი.დღეს საქართველოს მთავრობას ჰყავს 13 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი. ვიცე-პრემიერები არიან ეკონომიკის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა უკავია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250792746_101:0:1238:853_1920x0_80_0_0_6ec86f3c4ae8a4f505a83dd2052a4240.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოცნება , საქართველოს მთავრობა , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოცნება , საქართველოს მთავრობა , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
ხელისუფლება შინაგან საქმეთა მინისტრის შეცვლას გეგმავს?
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ გაავრცელა.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უარყო მისი შინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია.
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეკომპანია „ფორმულამ" გაავრცელა. ტეკეომპანიის ცნობით, აღნიშნულ პოსტზე მდინარაძის კანდიდატურა განიხილება.
„ჭორებს ნუ აჰყვებით ძალიან გთხოვთ. არსებობს ასეთი ტელევიზია „ფორმულა“, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ჭორიკანა ტელევიზია. მეც გამიგია ეს ჭორები და „ფორმულამ“ ეს ჭორი კიდევ უფრო განავრცო. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება“, - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს მთავრობაში ბოლო საკადრო ცვლილებები აპრილის დასაწყისში მოხდა. მაშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შეცვლის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორ უწყებად გაყოფის შესახებ განაცხადა. პრემიერმა ასევე წარადგინა იუსტიციის ახალი მინისტრი.
დღეს საქართველოს მთავრობას ჰყავს 13 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი. ვიცე-პრემიერები არიან ეკონომიკის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა უკავია.