ბრიტანელს მცხეთის მუნიციპალიტეტში კანაფის სათბური ჰქონდა მოწყობილი: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიკანაფი
კანაფი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2025
გამოწერა
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დიდი ოდენობით მარიხუანა და კანაფი ამოიღო
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ფაქტზე ბრიტანეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული დ.ჰ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ელექტრო სასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ხოლო, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 13 ძირი კანაფი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 4-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0