https://sputnik-georgia.com/20250321/saqartvelos-pirvelma-pirebma-muslimebs-novruz-bairamis-dresaswauli-miuloces-292616965.html
საქართველოს პირველმა პირებმა მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს
საქართველოს პირველმა პირებმა მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს
Sputnik საქართველო
ნოვრუზ–ბაირამი — მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღეს 20-21 მარტს ემთხვევა. 21.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-21T18:19+0400
2025-03-21T18:19+0400
2025-03-21T18:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პარლამენტი
ირაკლი კობახიძე
შალვა პაპუაშვილი
კახა კალაძე
საქართველოს პრეზიდენტი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23975/59/239755905_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_c04985d474a5bb5e8e173bf44aa74dd8.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ქვეყნის მუსლიმ მოსახლეობას რელიგიური დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2010 წელს ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნოვრუზ ბაირამი არის განახლებისა და სიკეთის დღესასწაული. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღევანდელი დღე არის ახალი ენერგიის, ახალი წლის, ახალი სიცოცხლის დაწყების დღე. მარნეულში მიულოცა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული პარლამენტის თავმჯდომარემაც. „ნოვრუზ ბაირამი ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დღე არის, არა მხოლოდ მისი კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომ, რომ ეს დღესასწაული აერთიანებს სხვადასხვა ერის თუ რელიგიის წარმომადგენლებს. დღესაც, მარნეულში ყველა ერთად აღვნიშნავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, განახლების დღეს" , – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. როგორც თბილისის მერმა სოციალურ ქსელში დაწერა, გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული კარგა ხანია, საქართველოს მრავალეთნიკური კულტურის ნაწილად იქცა. მარნეულში დღესასწაულისთვის სამზადისი დილიდან დაიწყო, გადაკეტილია ცენტრალური გზა, დამონტაჟდა სცენა და ეწყობა თეატრალიზებული წარმოდგენები. ასევე ადგილზე მოწყობილია სტენდები, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები. ნოვრუზ–ბაირამი — მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღეს 20-21 მარტს ემთხვევა. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები საქართველოშიც იმართება. ეს დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება ქვემო ქართლში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეთნიკური აზერბაიჯანლები შეადგენენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23975/59/239755905_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_f09bb155af43848b209d00e1285c3be2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე , საქართველოს პრეზიდენტი, რელიგია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე , საქართველოს პრეზიდენტი, რელიგია
საქართველოს პირველმა პირებმა მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს
ნოვრუზ–ბაირამი — მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღეს 20-21 მარტს ემთხვევა.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ქვეყნის მუსლიმ მოსახლეობას რელიგიური დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2010 წელს ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.
„ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს, ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნოვრუზ ბაირამი არის განახლებისა და სიკეთის დღესასწაული.
„ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად ვქმნიდით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. ეს ისტორია გრძელდება დღესაც და ეს არის ის შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს", – განაცხადა პრემიერმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღევანდელი დღე არის ახალი ენერგიის, ახალი წლის, ახალი სიცოცხლის დაწყების დღე.
„მიხარია, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ტრადიციები, მრავალფეროვნება, დღესასწაულები არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუკუნეებია ჩვენ ერთად მოვდივართ, ეს ურთიერთპატივისცემა უფრო და უფრო შესანიშნავი გახდება დღევანდელ დღესასწაულთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მკაფიო და უფრო დიდი გახდება", – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მარნეულში მიულოცა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული პარლამენტის თავმჯდომარემაც.
„ნოვრუზ ბაირამი ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დღე არის, არა მხოლოდ მისი კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომ, რომ ეს დღესასწაული აერთიანებს სხვადასხვა ერის თუ რელიგიის წარმომადგენლებს. დღესაც, მარნეულში ყველა ერთად აღვნიშნავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, განახლების დღეს" , – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც თბილისის მერმა სოციალურ ქსელში დაწერა, გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული კარგა ხანია, საქართველოს მრავალეთნიკური კულტურის ნაწილად იქცა.
„ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს ზეიმობს. დაე, მოეტანოს მას სასიკეთო ცვლილებები, განახლება, მშვიდობა და კეთილდღეობა!" – წერს კახა კალაძე.
მარნეულში დღესასწაულისთვის სამზადისი დილიდან დაიწყო, გადაკეტილია ცენტრალური გზა, დამონტაჟდა სცენა და ეწყობა თეატრალიზებული წარმოდგენები. ასევე ადგილზე მოწყობილია სტენდები, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები.
ნოვრუზ–ბაირამი — მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღეს 20-21 მარტს ემთხვევა. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები საქართველოშიც იმართება. ეს დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება ქვემო ქართლში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეთნიკური აზერბაიჯანლები შეადგენენ.