https://sputnik-georgia.com/20250321/policiam-narkodanasaulistvis-3-piri-daakava-matgan-2-narkorealizatoria-292614129.html
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა, მათგან 2 ნარკორეალიზატორია
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა, მათგან 2 ნარკორეალიზატორია
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 17 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. 21.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-21T11:36+0400
2025-03-21T11:36+0400
2025-03-21T11:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3188e667e27875f32c3535b099cc75ea.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა თეთრიწყაროში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, რომელთა შორის 2 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულთა ასაკი 35-დან 57 წლამდე მერყეობს. საგამოძიებო უწყება ორ მათგანს ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას ედავება, ხოლო ერთს - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისგან რამდენჯერმე იყიდეს ნარკოტიკები და აღნიშნული საკონტროლო შესყიდვები ფარულად გადაიღეს. პოლიციამ ქვემო ფონიჭალაში დაკავებული ნარკორეალიზატორების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „მარიხუანა“, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 261- ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_e22ee38d8be197ecf5321f9eb67cafd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა, მათგან 2 ნარკორეალიზატორია
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 17 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა თეთრიწყაროში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, რომელთა შორის 2 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა ასაკი 35-დან 57 წლამდე მერყეობს. საგამოძიებო უწყება ორ მათგანს ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას ედავება, ხოლო ერთს - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისგან რამდენჯერმე იყიდეს ნარკოტიკები და აღნიშნული საკონტროლო შესყიდვები ფარულად გადაიღეს.
პოლიციამ ქვემო ფონიჭალაში დაკავებული ნარკორეალიზატორების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „მარიხუანა“, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 261- ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს.