https://sputnik-georgia.com/20250321/mtavrobam-gurias-stiqiis-sedegad-warmoqmnili0sawiroebebistvis-tanxa-gamouyo-292619037.html
მთავრობამ გურიას სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებებისთვის თანხა გამოუყო
მთავრობამ გურიას სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებებისთვის თანხა გამოუყო
Sputnik საქართველო
გურიის მოსახლეობა თებერვლის ბოლოს თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა საგრძნობლად დააზარალა. 21.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-21T20:21+0400
2025-03-21T20:21+0400
2025-03-21T20:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
სტიქიური მოვლენები
გურია
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/1b/292287240_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_c7c1e2f7e60f49190ed48fb77e55e4e7.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად გურიის რეგიონს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2,5 მლნ ლარი გამოეყო. შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა. მთავრობის ცნობით, გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება. კერძოდ, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 1,2 მლნ ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 800 ათასი ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 500 ათასი ლარი გამოეყოფა. თებერვლის ბოლოს დასავლეთ საქართველოში რამდენიმედღიანმა თოვამ პრობლემები შექმნა. დიდთოვლობამ განსაკუთრებით გურია და აჭარა დააზარალა. უამინდობის გამო საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შეჩერებული იყო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, მუშაობა შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, "საქართველოს რკინიგზამ" დასავლეთის მიმართულებით მატარებლების რეისები გაუქმდა, ჩაიხერგია ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები, შეფერხდა ენერგო და გაზმომარაგება. სტიქიას გურიაში მსხვერპლი მოჰყვა - დაიღუპა ორი ადამიანი. დიდთოვლობასთან დაკავშირებით გურიაში საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა. ასევე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და თავდაცვის ძალები.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/1b/292287240_182:0:2002:1365_1920x0_80_0_0_f00b5fa3276486ccfa5f72ce5cf80f6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, გურია , საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, გურია , საქართველოს მთავრობა
მთავრობამ გურიას სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებებისთვის თანხა გამოუყო
გურიის მოსახლეობა თებერვლის ბოლოს თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა საგრძნობლად დააზარალა.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად გურიის რეგიონს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2,5 მლნ ლარი გამოეყო.
შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
მთავრობის ცნობით, გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება. კერძოდ, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 1,2 მლნ ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 800 ათასი ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 500 ათასი ლარი გამოეყოფა.
თებერვლის ბოლოს დასავლეთ საქართველოში რამდენიმედღიანმა თოვამ პრობლემები შექმნა. დიდთოვლობამ განსაკუთრებით გურია და აჭარა დააზარალა.
უამინდობის გამო საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შეჩერებული იყო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, მუშაობა შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, "საქართველოს რკინიგზამ" დასავლეთის მიმართულებით მატარებლების რეისები გაუქმდა, ჩაიხერგია ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები, შეფერხდა ენერგო და გაზმომარაგება.
სტიქიას გურიაში მსხვერპლი მოჰყვა - დაიღუპა ორი ადამიანი.
დიდთოვლობასთან დაკავშირებით გურიაში საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა. ასევე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და თავდაცვის ძალები.