https://sputnik-georgia.com/20250321/gaerosa-da-otx-qveyanasi-saqartvelos-axali-elcebi-hyavs-292616383.html
გაეროსა და ოთხ ქვეყანაში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს
გაეროსა და ოთხ ქვეყანაში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს
Sputnik საქართველო
ახალი ელჩები დაინიშნა ავსტრიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთსა და ბელარუსში 21.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-21T16:49+0400
2025-03-21T16:49+0400
2025-03-21T16:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
უზბეკეთი
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ბელარუსი
ავსტრია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/94/234329401_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_e91722fb4cdc909f7b29f157f39e6e80.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ავსტრიის რესპუბლიკაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთისა და ბელარუსის რესპუბლიკებში, ასევე გაეროს ჟენევის ოფისში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ასევე ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა. იგი საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობს. სხვადასხვა დროს, მაისურაძე იყო ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი, ასევე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. ალექსანდრე მაისურაძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად რევაზ ლომინაძე დაინიშნა. ის იყო კვიპროსის რესპუბლიკაში, ასევე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. რევაზ ლომინაძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. სამინისტროს ცნობით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ჯანჯღავა დაინიშნა. ის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის იყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სხვადასხვა დროს იყო საუდის არაბეთის სამეფოში, ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე ირანისა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში საქართველოს ელჩი. ჯანჯღავას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. უზბეკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე დავით კოტარია დაინიშნა. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიურ მისიებში. იკავებდა ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კი გიორგი საგანელიძე დაინიშნა. საგანელიძე იყო სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
საქართველო
უზბეკეთი
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ბელარუსი
ავსტრია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/94/234329401_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_3a05c8f0e1391d5af72e4cd5e907cc75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , უზბეკეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები , ბელარუსი , ავსტრია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , უზბეკეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები , ბელარუსი , ავსტრია
გაეროსა და ოთხ ქვეყანაში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს
ახალი ელჩები დაინიშნა ავსტრიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთსა და ბელარუსში
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ავსტრიის რესპუბლიკაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთისა და ბელარუსის რესპუბლიკებში, ასევე გაეროს ჟენევის ოფისში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ასევე ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა. იგი საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობს. სხვადასხვა დროს, მაისურაძე იყო ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი, ასევე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. ალექსანდრე მაისურაძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად რევაზ ლომინაძე დაინიშნა. ის იყო კვიპროსის რესპუბლიკაში, ასევე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. რევაზ ლომინაძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
სამინისტროს ცნობით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ჯანჯღავა დაინიშნა. ის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის იყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სხვადასხვა დროს იყო საუდის არაბეთის სამეფოში, ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე ირანისა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში საქართველოს ელჩი. ჯანჯღავას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
უზბეკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე დავით კოტარია დაინიშნა. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიურ მისიებში. იკავებდა ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კი გიორგი საგანელიძე დაინიშნა. საგანელიძე იყო სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.