https://sputnik-georgia.com/20250321/es-iqneba-gakvetili-yvela-momavali-xelisuflebistvis-paata-salia-droebit-komisiaze-292616743.html
ეს იქნება გაკვეთილი ყველა მომავალი ხელისუფლებისათვის - პაატა სალია დროებით კომისიაზე
ეს იქნება გაკვეთილი ყველა მომავალი ხელისუფლებისათვის - პაატა სალია დროებით კომისიაზე
Sputnik საქართველო
დღეს კომისიის სხდომაზე განიხილება კონკრეტული საქმეები, პირველი საქმე ეხება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე ბიზნესის რეკეტის ეპიზოდებს. 21.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-21T17:33+0400
2025-03-21T17:33+0400
2025-03-21T17:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. მნიშვნელოვანი მოხდეს პოლიტიკური შეფასება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა, რომელიც მართავდა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, რათა ეს იყოს გაკვეთილი ყველა მომავალი ხელისუფლებისათვის, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა პაატა სალიამ.დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის, პარლამენტში 5 თებერვალს შეიქმნა და სამი თვე იმუშავებს, შემდეგ კი ანგარიშს წარადგენს.დღეს მიმდინარეობს პირველი სხდომა, სადაც განიხილება კონკრეტული საქმეები, პირველი საქმე ეხება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე ბიზნესის რეკეტის ეპიზოდებს.დროებითი საგამოძიებო კომისია სწავლობს შემდეგ საკითხებს:კომისიის თავმჯდომარეა თეა წულუკიანი.კომისიის მუშაობის წესისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა.კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ეს იქნება გაკვეთილი ყველა მომავალი ხელისუფლებისათვის - პაატა სალია დროებით კომისიაზე
დღეს კომისიის სხდომაზე განიხილება კონკრეტული საქმეები, პირველი საქმე ეხება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე ბიზნესის რეკეტის ეპიზოდებს.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. მნიშვნელოვანი მოხდეს პოლიტიკური შეფასება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა, რომელიც მართავდა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, რათა ეს იყოს გაკვეთილი ყველა მომავალი ხელისუფლებისათვის, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა პაატა სალიამ.
დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის, პარლამენტში 5 თებერვალს შეიქმნა და სამი თვე იმუშავებს, შემდეგ კი ანგარიშს წარადგენს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოხდეს უკვე პოლიტიკური შეფასება იმ რეჟიმისა, რომელიც მართავდა საქართველოს სააკაშვილის მეთაურობით. ეს იქნება გაკვეთილი ყველა მომავალი ხელისუფლებისათვის, რომ მომავალში არ იყოს დაშვებული მსგავსი შეცდომები“, - განაცხადა სალიამ.
დღეს მიმდინარეობს პირველი სხდომა, სადაც განიხილება კონკრეტული საქმეები, პირველი საქმე ეხება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე ბიზნესის რეკეტის ეპიზოდებს.
დროებითი საგამოძიებო კომისია სწავლობს შემდეგ საკითხებს:
პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა;
კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით;
კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება;
2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.
კომისიის თავმჯდომარეა თეა წულუკიანი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა.
კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.