https://sputnik-georgia.com/20250319/aqartveloshi-narkorealizatorebi-daakaves-292561250.html
ცხრიდან ოთხი ნარკორეალიზატორია: შსს მონაცემებს აქვეყნებს
ცხრიდან ოთხი ნარკორეალიზატორია: შსს მონაცემებს აქვეყნებს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. 19.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-19T10:31+0400
2025-03-19T10:31+0400
2025-03-19T10:54+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს, რომელთა შორის ოთხი ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 22-დან 58 წლამდე მერყეობს, არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ გასაღებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე 4 ადამიანია დაკავებული, კიდევ 5 პირი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტებზე. შსს-ს ცნობით, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა პვპ“ „მეტადონი“, „ტრამადოლი“, „პრეგაბალინი“, „ლირიკა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი „სუბოტექსის“ 3 ათასამდე აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 19-260-ე და 19-261-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
ცხრიდან ოთხი ნარკორეალიზატორია: შსს მონაცემებს აქვეყნებს
10:31 19.03.2025 (განახლებულია: 10:54 19.03.2025) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს, რომელთა შორის ოთხი ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 22-დან 58 წლამდე მერყეობს, არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ გასაღებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე 4 ადამიანია დაკავებული, კიდევ 5 პირი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტებზე.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა პვპ“ „მეტადონი“, „ტრამადოლი“, „პრეგაბალინი“, „ლირიკა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი „სუბოტექსის“ 3 ათასამდე აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 19-260-ე და 19-261-ე მუხლებით მიმდინარეობს.