https://sputnik-georgia.com/20250226/elchi-germaniam-saqatvelostan-studenturi-mobiloba-sheachera-292281524.html
ელჩი: გერმანიამ საქართველოსთან სტუდენტური მობილობა შეაჩერა
ელჩი: გერმანიამ საქართველოსთან სტუდენტური მობილობა შეაჩერა
Sputnik საქართველო
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თითქმის 1 მლნ ევროს ოდენობის ამჟამინდელი დაფინანსება უცვლელი რჩება. 26.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-26T18:49+0400
2025-02-26T18:49+0400
2025-02-26T20:17+0400
საქართველო
გერმანია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/04/288250186_0:212:2048:1365_1920x0_80_0_0_2edad0c810cae6dc6a3e424a02a7171a.jpg
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა, დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა.როგორც ადრე ფიშერმა განაცხადა, ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. მისი თქმით, გერმანიამ შეაჩერა მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება.თუმცა, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თითქმის 1 მლნ ევროს ოდენობის ამჟამინდელი დაფინანსება უცვლელი რჩება. „აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ ეხება ჩვენს სტიპენდიის პროგრამებს, მათ შორის, DAAD-ის პროგრამას, მაგრამ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს სინანულით ადევნებს თვალს “, - განაცხადა ელჩმა. DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურია, რომელიც აფინანსებს სხვა ქვეყნების სტუდენტებს და მეცნიერებს გერმანიაში სასწავლებლად.ორგანიზაცია 1925 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოში წამყვან პოზიციას იკავებს სტუდენტების საერთაშორისო გაცვლის სფეროში. წლების განმავლობაში DAAD-მა დააფინანსა 2,1 მილიონზე მეტი ადამიანი.უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორისდასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.დასავლეთის ქვეყნებმა მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე დე-ფაქტო შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.შტატებმა ასევე შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.გარდა ამისა, აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს მთავრობის 200-მდე ჩინოვნიკის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესა.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციით, დიპლომატიური პასპორტების მქონე მოქალაქეებს ევროკავშირში შესვლა აეკრძალათ.გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა შსს-ს ხელმძღვანელობის ხუთი წარმომადგენელი - მინისტრი ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი და სხვ.დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა შსს-ს ხელმძღვანელობის ხუთი წარმომადგენელი - მინისტრი ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი და სხვ.ბრიტანეთმა თავისი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ეს პირები პასუხისმგებელნი არიან „პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე“ მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დღის წესრიგიდან ამოღებას აპროტესტებენ.პერსონალური სანქციები საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ, ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა - ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა შემოიღეს. მათ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ რეპრესიებსა და ძალადობაში დაადანაშაულეს.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, პროტესტის ტალღა არ ჩერდება.
საქართველო
გერმანია
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/04/288250186_294:173:1883:1365_1920x0_80_0_0_a593dbc97157f396e1943d0e50b126fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
ელჩი: გერმანიამ საქართველოსთან სტუდენტური მობილობა შეაჩერა
18:49 26.02.2025 (განახლებულია: 20:17 26.02.2025) გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თითქმის 1 მლნ ევროს ოდენობის ამჟამინდელი დაფინანსება უცვლელი რჩება.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა, დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა.
როგორც ადრე ფიშერმა განაცხადა, ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. მისი თქმით, გერმანიამ შეაჩერა მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება.
„გერმანიის განათლების მინისტრმა გაყინა საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება, მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში - საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გამო. ქართველებს, რომლებიც უნივერსიტეტებში ძირითადად სტიპენდიით სწავლობდნენ, ესმით ეს დანაკლისი“, - დაწერა ფიშერმა.
თუმცა, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თითქმის 1 მლნ ევროს ოდენობის ამჟამინდელი დაფინანსება უცვლელი რჩება.
„აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ ეხება ჩვენს სტიპენდიის პროგრამებს, მათ შორის, DAAD-ის პროგრამას, მაგრამ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს სინანულით ადევნებს თვალს “, - განაცხადა ელჩმა.
DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურია, რომელიც აფინანსებს სხვა ქვეყნების სტუდენტებს და მეცნიერებს გერმანიაში სასწავლებლად.
ორგანიზაცია 1925 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოში წამყვან პოზიციას იკავებს სტუდენტების საერთაშორისო გაცვლის სფეროში. წლების განმავლობაში DAAD-მა დააფინანსა 2,1 მილიონზე მეტი ადამიანი.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
დასავლეთის ქვეყნებმა მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე დე-ფაქტო შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
შტატებმა ასევე შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
გარდა ამისა, აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს მთავრობის 200-მდე ჩინოვნიკის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესა.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციით, დიპლომატიური პასპორტების მქონე მოქალაქეებს ევროკავშირში შესვლა აეკრძალათ.
გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა შსს-ს ხელმძღვანელობის ხუთი წარმომადგენელი - მინისტრი ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი და სხვ.
დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა შსს-ს ხელმძღვანელობის ხუთი წარმომადგენელი - მინისტრი ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი და სხვ.
ბრიტანეთმა თავისი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ეს პირები პასუხისმგებელნი არიან „პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე“ მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დღის წესრიგიდან ამოღებას აპროტესტებენ.
პერსონალური სანქციები საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ, ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა - ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა შემოიღეს. მათ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ რეპრესიებსა და ძალადობაში დაადანაშაულეს.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, პროტესტის ტალღა არ ჩერდება.