https://sputnik-georgia.com/20250215/15-tebervali-bavsvta-onkologiuri-daavadebebis-saertasoriso-drea-292130060.html
15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა
15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა
Sputnik საქართველო
ამოქმედებიდან დღემდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამაში 157 ბენეფიციარი ჩაერთო. 15.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-15T12:18+0400
2025-02-15T12:18+0400
2025-02-15T12:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/16/276028635_0:219:1000:782_1920x0_80_0_0_018edb1ea0ee31122d4eb7c713f7c195.jpg
თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა.უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ერთ-ერთ პაციენტს, რომელმაც მკურნალობა დაასრულა, გამოჯანმრთელება მიულოცა. მინისტრმა სხვა ბენეფიციარებიც მოინახულა და მათი მკურნალობის პროცესს ადგილზე გაეცნო.როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიზნით გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება ის პროგრამები, რაც პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბენეფიციარს მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფოს მხრიდან სრულად უფინანსდება.ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას.ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 157 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 100-მა პაციენტმა.ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ: ესპანეთში, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“; ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“; თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“; „აჯიბადემის ჰოსპიტალში“; „ჰოსპიტალ მემორიალში“; „მედიკანას საერთაშორისო კლინიკაში“, „ემსი ჰოსპიტალსა“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“.უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის ერთი კურსი 100 ათასი ევრო ღირს, სწორედ ამის გამო მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება მკურნალობის ყველა ხარჯი თავის თავზე სრულად აიღოს. ადრე სახელმწიფო ამ ბავშვების მკურნალობის მხოლოდ ნაწილს ფარავდა. ამ მიზნით მთავრობა წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ლარს გამოყოფდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ახალი პროექტისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მილიონი ლარი არის გამოყოფილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/16/276028635_0:126:1000:876_1920x0_80_0_0_612e7c33ff20050164b08b49043c309a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს მთავრობა , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს მთავრობა , საზოგადოება
15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა
ამოქმედებიდან დღემდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამაში 157 ბენეფიციარი ჩაერთო.
თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა.
უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ერთ-ერთ პაციენტს, რომელმაც მკურნალობა დაასრულა, გამოჯანმრთელება მიულოცა. მინისტრმა სხვა ბენეფიციარებიც მოინახულა და მათი მკურნალობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიზნით გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება ის პროგრამები, რაც პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბენეფიციარს მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფოს მხრიდან სრულად უფინანსდება.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას.
ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 157 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 100-მა პაციენტმა.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ: ესპანეთში, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“; ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“; თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“; „აჯიბადემის ჰოსპიტალში“; „ჰოსპიტალ მემორიალში“; „მედიკანას საერთაშორისო კლინიკაში“, „ემსი ჰოსპიტალსა“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“.
უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის ერთი კურსი 100 ათასი ევრო ღირს, სწორედ ამის გამო მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება მკურნალობის ყველა ხარჯი თავის თავზე სრულად აიღოს. ადრე სახელმწიფო ამ ბავშვების მკურნალობის მხოლოდ ნაწილს ფარავდა. ამ მიზნით მთავრობა წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ლარს გამოყოფდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ახალი პროექტისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მილიონი ლარი არის გამოყოფილი.