https://sputnik-georgia.com/20250206/saqartvelo-da-yazaxeti-ganatlebis-sferosi-tanamsromlobis-gazlierebaze-setanxmdnen-292035205.html
საქართველო და ყაზახეთი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
საქართველო და ყაზახეთი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
მემორანდუმი ხელს შეუწყობს განათლების დოკუმენტების აღიარებას 06.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-06T19:12+0400
2025-02-06T19:12+0400
2025-02-06T19:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
ყაზახეთი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/06/292032028_0:175:1601:1075_1920x0_80_0_0_4b73be8c3c307d8be2f53593041ad642.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველომ და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ორი ქვეყნის სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამებს, გაცვლით პროგრამებს, აკადემიური პერსონალის მომზადება-გადამზადებას, იუწყება საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახური.მემორანდუმი საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში პარტნიორობის გაძლიერებას გულისხმობს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის განათლების მინისტრებმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ასტანაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რომელის 5-6 თებერვალს შედგა.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრ საიასატ ნურბეკთან შეხვედრა გამართა.კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს ორივე ქვეყნის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამებს, ასევე, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, აკადემიური პერსონალის, მკვლევართა მომზადება/გადამზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლას და სხვა.აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის უმაღლესი განათლების, კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.მემორანდუმის თანახმად, ორივე ქვეყანა აქტიურად ითანამშრომლებს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების განვითარების კუთხით. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის კვლევითი ორგანიზაციების ერთობლივ მონაწილეობას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ სამეცნიერო-კვლევით კონკურსებში.დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლების დოკუმენტების აღიარების კუთხით, თანამშრომლობის გაფართოებას.საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 922 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 25,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, ხოლო ყაზახეთში ექსპორტი 22,3%-ით გაიზარდა. ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/06/292032028_75:0:1524:1087_1920x0_80_0_0_9d2fcdba1571d8b391135a83e98087da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ყაზახეთი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, ყაზახეთი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო და ყაზახეთი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
მემორანდუმი ხელს შეუწყობს განათლების დოკუმენტების აღიარებას
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველომ და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ორი ქვეყნის სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამებს, გაცვლით პროგრამებს, აკადემიური პერსონალის მომზადება-გადამზადებას, იუწყება საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახური.
მემორანდუმი საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში პარტნიორობის გაძლიერებას გულისხმობს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის განათლების მინისტრებმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ასტანაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რომელის 5-6 თებერვალს შედგა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრ საიასატ ნურბეკთან შეხვედრა გამართა.
კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს ორივე ქვეყნის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამებს, ასევე, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, აკადემიური პერსონალის, მკვლევართა მომზადება/გადამზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლას და სხვა.
აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის უმაღლესი განათლების, კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.
მემორანდუმის თანახმად, ორივე ქვეყანა აქტიურად ითანამშრომლებს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების განვითარების კუთხით. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის კვლევითი ორგანიზაციების ერთობლივ მონაწილეობას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ სამეცნიერო-კვლევით კონკურსებში.
დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლების დოკუმენტების აღიარების კუთხით, თანამშრომლობის გაფართოებას.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 922 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 25,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, ხოლო ყაზახეთში ექსპორტი 22,3%-ით გაიზარდა. ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.