https://sputnik-georgia.com/20250205/informacia-q120-mowamluli-bavsvis-sesaxeb-sinamdviles-ar-seeaabameba-iasvilis-klinika-292014181.html
ინფორმაცია 120 მოწამლული ბავშვის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება - იაშვილის კლინიკა
ინფორმაცია 120 მოწამლული ბავშვის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება - იაშვილის კლინიკა
Sputnik საქართველო
საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას მხოლოდ ერთი პაციენტი გადის, ნათქვამია სამედიცინო დაწესებულების განცხადებაში 05.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-05T10:31+0400
2025-02-05T10:31+0400
2025-02-05T10:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0c/260468671_0:0:3150:1773_1920x0_80_0_0_6763f4ba286ca2acaf6f5561bf1227ce.jpg
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება, ნათქვამია სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადებაში.სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული წყლით მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა და საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია. მომხმარებლები წერენ, რომ ბავშვს სასუნთქი გზების და პირის ღრუს დამწვრობა აქვს. სხვა მომხმარებლები 120 დაზარალებულის შესახებ წერენ. კომპანია IDS Borjomi Georgia-ს შემოწმებულ ნიმუშებში დარღვევა არ აღმოუჩენია.სურსათის სააგენტომ „ბაკურიანის ციდას“ წყლით სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო >>ინტოქსიკაციის მიზეზებს შესაბამისი ორგანოები დაადგენენ.პარალელურად სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს. ამავე დროს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომელთა შედეგები დაუყოვნებლივ გასაჯაროვდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0c/260468671_419:0:3150:2048_1920x0_80_0_0_4e751555671f3cbb5e49cbe92339e6c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში
ინფორმაცია 120 მოწამლული ბავშვის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება - იაშვილის კლინიკა
საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას მხოლოდ ერთი პაციენტი გადის, ნათქვამია სამედიცინო დაწესებულების განცხადებაში
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება, ნათქვამია სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადებაში.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული წყლით მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა და საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია. მომხმარებლები წერენ, რომ ბავშვს სასუნთქი გზების და პირის ღრუს დამწვრობა აქვს. სხვა მომხმარებლები 120 დაზარალებულის შესახებ წერენ. კომპანია IDS Borjomi Georgia-ს შემოწმებულ ნიმუშებში დარღვევა არ აღმოუჩენია.
„ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ინტოქსიკაციის მიზეზებს შესაბამისი ორგანოები დაადგენენ.
„ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
პარალელურად სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს. ამავე დროს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომელთა შედეგები დაუყოვნებლივ გასაჯაროვდება.