https://sputnik-georgia.com/20250204/sursatis-saagentom-bakurianis-cidas-wylit-savaraudo-intoqsikaciis-faqtze-mokvleva-daiwyo-292008329.html
სურსათის სააგენტომ „ბაკურიანის ციდას“ წყლით სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
სურსათის სააგენტომ „ბაკურიანის ციდას“ წყლით სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
Sputnik საქართველო
„IDS ბორჯომი საქართველოს“ მტკიცებით, ნიმუშები გადამოწმდა და დარღვევა არ გამოვლენილა. 04.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-04T17:30+0400
2025-02-04T17:30+0400
2025-02-04T17:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
კომპანიების ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22933/13/229331369_0:145:3127:1904_1920x0_80_0_0_260e7924c6fa47d1e8608974f65a3b7f.jpg
თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება ბავშვის, სავარაუდოდ, წყლით - „ბაკურიანი ციდა“ ინტოქსიკაციის შესახებ და ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო მოკვლევა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული წყლით მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა და საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯებიც, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება.„ბაკურიანი ციდასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დღეს გამოეხმაურა აღნიშნული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოც“. მათი მტკიცებით, ნიმუშები გადამოწმდა და დარღვევა არ გამოვლენილა.„კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა“, - წერს „IDS ბორჯომი საქართველო“.კომპანიის ინფორმაციით, გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლიც, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22933/13/229331369_198:0:2929:2048_1920x0_80_0_0_dde36846f067331c8694f8e0842b9097.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კომპანიების ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კომპანიების ახალი ამბები
სურსათის სააგენტომ „ბაკურიანის ციდას“ წყლით სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
„IDS ბორჯომი საქართველოს“ მტკიცებით, ნიმუშები გადამოწმდა და დარღვევა არ გამოვლენილა.
თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება ბავშვის, სავარაუდოდ, წყლით - „ბაკურიანი ციდა“ ინტოქსიკაციის შესახებ და ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო მოკვლევა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული წყლით მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა და საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.
„სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯებიც, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება.
„ბაკურიანი ციდასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დღეს გამოეხმაურა აღნიშნული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოც“. მათი მტკიცებით, ნიმუშები გადამოწმდა და დარღვევა არ გამოვლენილა.
„კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა“, - წერს „IDS ბორჯომი საქართველო“.
კომპანიის ინფორმაციით, გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლიც, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას.