https://sputnik-georgia.com/20250110/tbilisi-da-cineti-tanamsromlobas-azliereben-291715834.html
თბილისი და პეკინი თანამშრომლობას აძლიერებენ - რა განიხილა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩთან
თბილისი და პეკინი თანამშრომლობას აძლიერებენ - რა განიხილა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩთან
Sputnik საქართველო
მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის შემდგომი გაღრმავების მიზნით, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. 10.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-10T19:09+0400
2025-01-10T19:09+0400
2025-01-11T01:50+0400
საქართველო
ახალი ამბები
ჩინეთი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/0a/291709890_0:0:584:329_1920x0_80_0_0_a5d9c7896143d0ae28cb6a0c1998b278.jpg
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩთან, ჭოუ ციენთან შეხვედრაზე. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება.საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე (სტრატეგიული პარტნიორობა) გადასვლის შესახებ 2023 წლის ივლისის ბოლოს განაცხადეს.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ასევე ხალხთაშორისი კავშირები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის.„მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ელჩს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.საქართველო და ჩინეთისაქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივლისში 11,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/0a/291709890_18:0:545:395_1920x0_80_0_0_0e27849ea076217ce1becee00b4a4b48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, ჩინეთი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
საქართველო, ახალი ამბები, ჩინეთი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
თბილისი და პეკინი თანამშრომლობას აძლიერებენ - რა განიხილა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩთან
19:09 10.01.2025 (განახლებულია: 01:50 11.01.2025) მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის შემდგომი გაღრმავების მიზნით, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩთან, ჭოუ ციენთან შეხვედრაზე. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება.
საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე (სტრატეგიული პარტნიორობა) გადასვლის შესახებ 2023 წლის ივლისის ბოლოს განაცხადეს.
„საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას“, - ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ასევე ხალხთაშორისი კავშირები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის.
„მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ელჩს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივლისში 11,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.