https://sputnik-georgia.com/20241224/glovo-kurierebs-qartul-enaze-saubari-daavaldebules-291531237.html
GLOVO-ს კურიერებს ქართულ ენაზე საუბარი დაავალდებულეს
GLOVO-ს კურიერებს ქართულ ენაზე საუბარი დაავალდებულეს
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, სხვა ენაზე მომსახურება შეიძლება განხორციელდეს მომხმარებლის წინასწარი არჩევანით ან თანხმობით. 24.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-24T20:13+0400
2024-12-24T20:13+0400
2024-12-24T20:13+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველოს ბიზნესგარემო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274895125_397:0:4038:2048_1920x0_80_0_0_76d5ac566f98f01bf6d8a7664094e0f0.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ (GCCA) კომპანია GLOVO-ს მომხმარებლებისთვის მომსახურების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა დააკისრა, ნათქვამია განცხადებაში.სააგენტოს გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მომხმარებლის მიმართვა - საკითხი ეხება საკურიერო სექტორში ქართულ ენაზე მომსახურებას.კერძოდ, სააგენტოში დაფიქსირებული განცხადების მიხედვით, მომხმარებელმა GLOVO-ს აპლიკაციის საშუალებით პროდუქტი შეუკვეთა, რომელიც მარაგში არ აღმოჩნდა. პრობლემა შეიქმნა შეკვეთის გაუქმებასთან დაკავშირებით, რადგან კურიერი ქართულ ენაზე ვერ საუბრობდა, არასწორი კომუნიკაციის მიზეზით კი მომხმარებელს თანხა ჩამოეჭრა.გავრცელებული ინფორმაციით, სხვა ენაზე მომსახურება შეიძლება განხორციელდეს მომხმარებლის წინასწარი არჩევანით ან თანხმობით.სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაეკისრა ვალდებულება, დაიცვას ინფორმირებულობის სტანდარტი. კერძოდ, უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის მომსახურების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში კომპანიებს ეძლევათ დრო სიტუაციის გამოსასწორებლად, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი კომპანია დაჯარიმებას დაექვემდებარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274895125_852:0:3583:2048_1920x0_80_0_0_10829ac398ce6fa84adc1588bf7adadb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველოს ბიზნესგარემო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველოს ბიზნესგარემო , საზოგადოება, ახალი ამბები
GLOVO-ს კურიერებს ქართულ ენაზე საუბარი დაავალდებულეს
გავრცელებული ინფორმაციით, სხვა ენაზე მომსახურება შეიძლება განხორციელდეს მომხმარებლის წინასწარი არჩევანით ან თანხმობით.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ (GCCA) კომპანია GLOVO-ს მომხმარებლებისთვის მომსახურების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა დააკისრა, ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მომხმარებლის მიმართვა - საკითხი ეხება საკურიერო სექტორში ქართულ ენაზე მომსახურებას.
კერძოდ, სააგენტოში დაფიქსირებული განცხადების მიხედვით, მომხმარებელმა GLOVO-ს აპლიკაციის საშუალებით პროდუქტი შეუკვეთა, რომელიც მარაგში არ აღმოჩნდა. პრობლემა შეიქმნა შეკვეთის გაუქმებასთან დაკავშირებით, რადგან კურიერი ქართულ ენაზე ვერ საუბრობდა, არასწორი კომუნიკაციის მიზეზით კი მომხმარებელს თანხა ჩამოეჭრა.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია ნასყიდობის შემდგომი მომსახურება, ნასყიდობის გარიგების დადებამდე გამოყენებული ენის შესაბამისად განახორციელოს, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე", - ნათქვამია სააგენტოში.
გავრცელებული ინფორმაციით, სხვა ენაზე მომსახურება შეიძლება განხორციელდეს მომხმარებლის წინასწარი არჩევანით ან თანხმობით.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაეკისრა ვალდებულება, დაიცვას ინფორმირებულობის სტანდარტი. კერძოდ, უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის მომსახურების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში კომპანიებს ეძლევათ დრო სიტუაციის გამოსასწორებლად, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი კომპანია დაჯარიმებას დაექვემდებარება.