https://sputnik-georgia.com/20241128/iyo-moswavleebis-txovna-kobaxize-sagamocdo-programastan-dakavsirebul-skandalze-291123752.html
იყო მოსწავლეების თხოვნა: კობახიძე საგამოცდო პროგრამასთან დაკავშირებულ სკანდალზე
იყო მოსწავლეების თხოვნა: კობახიძე საგამოცდო პროგრამასთან დაკავშირებულ სკანდალზე
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა უახლოეს ოთხ წელიწადში სასკოლო სასწავლო გეგმის სრულ გადახედვას გეგმავს. 28.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-28T16:32+0400
2024-11-28T16:32+0400
2024-11-28T16:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412417_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_b1c6162073da124db8e195a5d1665154.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრომ, საგამოცდო პროგრამაში ცვლილებების დამტკიცებისას, სკოლის მოსწავლეების მოთხოვნა გაითვალისწინა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ უწყებასთან დაკავშირებული სკანდალის კომენტირებისას.განათლების სამინისტროს მიმართ ბრალდებები ცენზურაში სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართული ენისა და ლიტერატურის ერთიანი ეროვნული გამოცდის სავალდებულო სიიდან ამოიღეს ზოგიერთი ქართველი ავტორის ნამუშევრები, ასევე მოიხსნა ზოგიერთი თემა ისტორიის გამოცდიდანაც. ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ ამოღებულ იქნა პატრიოტიზმის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და ქართველი ხალხის სულისკვეთების ამსახველი ნაწარმოებები და მოვლენები.შესაბამისად, ხელისუფლებამ გაითვალისწინა მოსწავლეების ეს მოთხოვნა, აღნიშნა მან.კობახიძემ სერიოზულ პრობლემად უწოდა იმ ფაქტს, რომ სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამაში რიგი ნაწარმოები არ შედის.„უბრალოდ არ შეიძლება, ის ნაწარმოებები, საუბარია ქართულ პროზაზე და ქართულ პოეზიაზე, არ შედიოდეს სავალდებულო პროგრამაში. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც არის, რადგან რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი ამ 12 წლის განმავლობაში, თუმცა ჩანს, რომ სათანადოდ მოვლილი არ არის, რასაც უნდა მივხედოთ და ამაზე ზრუნვა დაწყებული გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს მთავრობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სასკოლო სასწავლო გეგმის სრულ გადახედვას და სახელმძღვანელოების შეცვლას გეგმავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412417_200:0:1979:1334_1920x0_80_0_0_6667ceb864e82136c47f2805a590436c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობა
იყო მოსწავლეების თხოვნა: კობახიძე საგამოცდო პროგრამასთან დაკავშირებულ სკანდალზე
საქართველოს მთავრობა უახლოეს ოთხ წელიწადში სასკოლო სასწავლო გეგმის სრულ გადახედვას გეგმავს.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრომ, საგამოცდო პროგრამაში ცვლილებების დამტკიცებისას, სკოლის მოსწავლეების მოთხოვნა გაითვალისწინა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ უწყებასთან დაკავშირებული სკანდალის კომენტირებისას.
განათლების სამინისტროს მიმართ ბრალდებები ცენზურაში სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართული ენისა და ლიტერატურის ერთიანი ეროვნული გამოცდის სავალდებულო სიიდან ამოიღეს ზოგიერთი ქართველი ავტორის ნამუშევრები, ასევე მოიხსნა ზოგიერთი თემა ისტორიის გამოცდიდანაც. ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ ამოღებულ იქნა პატრიოტიზმის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და ქართველი ხალხის სულისკვეთების ამსახველი ნაწარმოებები და მოვლენები.
„იყო მოთხოვნა მოსწავლეების მხრიდან, რომ საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა ისეთი თემები, რაც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რაც არის ჯანსაღი მოთხოვნა. შენ თუ არ გევალებოდა სკოლაში რაღაცის სწავლა, შესაბამისად გამოცდაზე მისი ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შესაბამისად, ხელისუფლებამ გაითვალისწინა მოსწავლეების ეს მოთხოვნა, აღნიშნა მან.
კობახიძემ სერიოზულ პრობლემად უწოდა იმ ფაქტს, რომ სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამაში რიგი ნაწარმოები არ შედის.
„უბრალოდ არ შეიძლება, ის ნაწარმოებები, საუბარია ქართულ პროზაზე და ქართულ პოეზიაზე, არ შედიოდეს სავალდებულო პროგრამაში. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც არის, რადგან რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი ამ 12 წლის განმავლობაში, თუმცა ჩანს, რომ სათანადოდ მოვლილი არ არის, რასაც უნდა მივხედოთ და ამაზე ზრუნვა დაწყებული გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სასკოლო სასწავლო გეგმის სრულ გადახედვას და სახელმძღვანელოების შეცვლას გეგმავს.